საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:

ა) სხვა ქვეყნების ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროების მარეგულირებელ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება, გაღრმავება და თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

ბ) კომისიის საერთაშორისო ურთიერთობის კოორდინაცია;

გ) საერთაშორისო პროექტების დაგეგმვასა და მათ შესრულებაში უშუალო მონაწილეობა;

დ) კომისიის საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს საქართველოს ფარგლებს გარეთ კომისიის თავმჯდომარის, წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ვიზიტების მხარდაჭერას, აგრეთვე, კომისიაში ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თუ სხვა უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტების ორგანიზებასა და სხვადასხვა სახის შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების მომზადება-გამართვის მიზნით, კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობას;

ე) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროში არსებული საუკეთესო საერთაშორისო და უცხოური საკანონმდებლო მიდგომებისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება;

ვ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებებ