კომისიის თავმჯდომარისა და წევრების აპარატის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) კომისიის თავმჯდომარისა და წევრების საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
ბ) კომისიის თავმჯდომარისა და წევრების დავალებების შესრულების კონტროლი;
გ) კომისიის თავმჯდომარესთან ან წევრებთან გასამართი შიდა თათბირების ორგანიზება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრების დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებებ