1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების, კომისიის სხდომის დღის წესრიგის, კომისიისა და აპარატის საქმიანობისა და სხვა დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციის გავრცელება პრესდაიჯესტის ფორმით;
ბ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მიმდინარე პროცესების თაობაზე ანოტაციების მომზადება და გავრცელება;
გ) პრესკონფერენციების მოწყობა;
დ) პრესისა და სატელევიზიო გადაცემების ყოველდღიური მიმოხილვა და ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის კომპეტენციის ფარგლებში, მათზე რეაგირება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებისათვის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ვ) კომისიის ქოლცენტრის მომსახურების უზრუნველყოფა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სახის შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების მომზადება-გამართვა;
თ) კომისიის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების მართვა და მუდმივი განახლება, მათ შორის, კომისიის დადგენილებების, გადაწყვეტილებების, წლიური ანგარიშების, აგრეთვე ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება;
ი) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
2. კომისიის მასმედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას წარმართავს პრესსპიკერი, რომელიც იმავდროულად არის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილ