მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:

ა) რეგულირებული საწარმოების მიერ საცალო მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მონიტორინგი, მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის სისტემის კოორდინირება და მისი სრულყოფის მიზნით, სათანადო წინადადებების შემუშავება;

ბ) რეგულირებული საწარმოების მიერ საცალო მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მონაცემთა შესწავლა-ანალიზი, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;

გ) მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის სისტემის, მათ შორის, კომერციული ხარისხის ელექტრონული ჟურნალის სათანადო ფუნქციონირება, საწარმოების მიერ მისი სრულფასოვნად გამოყენების უზრუნველყოფა, დაკავშირებული ხარვეზებისა და შეცდომების გამოვლენა და მათზე რეაგირება;

დ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებებ