1. ამ პროცედურების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბაზრის ანალიზის პერიოდებს შორის კომისია უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები სპეციფიკური ვალდებულებების კონკრეტულ პირობებში, ბაზრის შესაბამის არაეფექტურად კონკურენტულ სეგმენტზე განვითარებული შესაბამისი ტენდენციების ნაწილობრივი კვლევისა და ანალიზის საფუძველზე. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა უნდა განხორციელდეს ახლად გამოვლენილი გარემოებების შეფასების საფუძველზე ამ პროცედურებით დადგენილი პრინციპებისა და წესის შესაბამისად.

2. კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ მხარეებს, რომლებსაც შეეხებათ სპეციფიკური ვალდებულებების ცვლილება, დამატება ან გაუქმება, განესაზღვროთ გარდამავალი პერიოდი, რომლის ფარგლებშიც დაშვების ვალდებულებები დარჩება ძალაში. კომისია უზრუნველყოფს სტაბილურ გარდამავალ პერიოდს ვალდებულებების ბენეფიციარებისა და საბოლოო მომხმარებლებისთვის (და მათი არჩევანისთვის). ამასთან, გარდამავალი პერიოდის განმავლობაში კომისიას უფლება აქვს, დაადგინოს კონკრეტული პირობები და მოთხოვნები დაშვების მოქმედ ხელშეკრულებებთან მიმართები