კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები უნდა იცავდნენ ფინანსურ ბაზრებზე კეთილსინდისიერების მინიმუმ შემდეგ სტანდარტებს:
ა) მატერიალური არასაჯარო ინფორმაცია – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები, რომლებიც ფლობენ ინსაიდერულ ინფორმაციას ან სხვა სახის მატერიალურ არასაჯარო ინფორმაციას, რომელიც ახდენს ან შესაძლოა, მოახდინოს გავლენა ფინანსური ბაზრის და მათ შორის, საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სექტორის შიდა პროცესებზე, ტრანზაქციებსა და გადაწყვეტილებებზე, არ უნდა გასცემდნენ/იყენებდნენ და ხელს არ უნდა უწყობდნენ ასეთი ინფორმაციის არასათანადო გადადინებას სხვა პირებზე ან/და გამოყენებას სხვა პირების მიერ;
ბ) ფინანსური ბაზრის მანიპულაცია – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები არ უნდა ჩაებან ფასიანი ქაღალდების ბაზრის მანიპულაციაში ან სხვა ისეთ მანიპულაციურ პრაქტიკაში, რომელიც უსამართლოდ ცვლის ფასებს (პროცენტი, საკომისიო და სხვ.) ან ხელოვნურად ზრდის ტრანზაქციის მოცულობას ბაზრის მონაწილეების შეცდომაში შეყვანის მიზნი