კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები უნდა იცავდნენ პროფესიონალიზმის მინიმუმ შემდეგ სტანდარტებს:
ა) კანონმდებლობის ცოდნა – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები სრულად უნდა იცნობდნენ და შეესაბამებოდნენ არსებული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებსა და მოთხოვნებს. თუ ერთსადაიმავე სტანდარტზე ჩანაწერს შეიცავს როგორც ეს კოდექსი, ასევე სხვა სამართლებრივი აქტი, პირმა უნდა დაიცვას უფრო მკაცრი სტანდარტი. კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები შეგნებულად არ უნდა არღვევდნენ, არ უნდა მონაწილეობდნენ და ხელს არ უწყობდნენ კანონმდებლობის დარღვევას და მკაცრად უნდა ემიჯნებოდნენ ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკას;
ბ) დამოუკიდებლობა და ობიექტურობა – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები გონივრული სიფრთხილითა და განსჯით უნდა აღწევდნენ და ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას პროფესიულ საქმიანობაში. დაუშვებელია ნებისმიერ შეთავაზებაზე ან შუამდგომლობაზე დათანხმება ან ნებისმიერი სახის საჩუქრის, სარგებლისა თუ კომპენსაციის შეთავაზება/მოთხოვნა/მიღება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მათი ან სხვების დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას;
გ) შეცდომაში შეყვანა – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალ პირებს განზრახ შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეთ სხვა პირები თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას და ინფორმაციის მიწოდებისას;
დ) დაუშვებელი ქცევა – კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი პირები არ უნდა ჩაებან ისეთ პრაქტიკაში, რაც გულისხმობს არაკეთილსინდისიერ, თაღლითურ ქმედებას, განზრახ შეცდომაში შეყვანას ან ნებისმიერ სხვა ქმედებას, რაც უარყოფითად აისახება მათ პროფესიულ რეპუტაციაზე, კომპეტენტურობასა და კეთილსინდისიერებაზ