კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალი დამსაქმებელი პირების მმართველი ორგანოს წევრებს და თანამშრომლებს აქვთ მინიმუმ შემდეგი ვალდებულებები დამსაქმებლის მიმართ:
ა) ერთგულება – იმოქმედონ თავიანთი დამსაქმებლის სასარგებლოდ, რაც მოიცავს მათი უნარებისა და კომპეტენციების გამოყენებას, კონფიდენციალურობის დაცვასა და დამსაქმებლისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;
ბ) შეთანხმებები დამატებით კომპენსაციაზე – არ მიიღონ საჩუქრები, სარგებელი, კომპენსაცია, რომელიც დამსაქმებლის ინტერესებს ეწინააღმდეგება ან შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ან შექმნას ინტერესთა კონფლიქტი დამსაქმებელთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დამსაქმებლის წერილობითი თანხმობა;
გ) ხელმძღვანელთა ვალდებულება – ხელმძღვანელნი მუდმივად უნდა ამოწმებდნენ და რწმუნდებოდნენ, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფი თითოეული პირის საქმიანობა სრულ შესაბამისობაშია არსებულ კანონმდებლობასთან, წესებთან, რეგულაციებთან, ამ კოდექსთან და ორგანიზაციის შიდა სტანდარტებთა