ამ კოდექსის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი – საბროკერო კომპანია, კომერციული ბანკი ან აქტივების მმართველი კომპანია (მათ შორის საინვესტიციო კომპანია, რომელსაც არ ჰყავს დანიშნული გარე აქტივების მმართველი), რომელიც ეწევა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრულ საბროკერო საქმიანობას ან/და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულ აქტივების მმართველის საქმიანობას;

ბ) მომხმარებელი(კლიენტი) – საბანკო, საბროკერო ან აქტივების მმართველის  პროდუქტის/მომსახურების მიმღები ან ასეთი განზრახვის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე წარმონაქმნი;

გ) საინვესტიციო რჩევა (კონსულტაცია) – პირის მიერ,  კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, კლიენტისთვის რეკომენდაციის გაწევა ფასიან ქაღალდებთან/ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ;

დ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის მანიპულაცია – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით განსაზღვრული ქმედება ან ქმედებათა ერთობლიობა;

ე) ინსაიდერული ინფორმაცია – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 452 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია;

ვ) ფიდუციური ოპერაცია – ნდობითი ოპერაცია, რომელსაც ბანკი ან ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი აწარმოებს თავისი სახელით, მაგრამ კლიენტის დავალებით და მისი ხარჯით (როგორც წესი, ინვესტიციების სამართავად); მთელი რისკისათვის კლიენტი თავადაა პასუხისმგებელი, ხოლო ბანკი/ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი მიიღებს საკომისიოს.

თავი II. ეთიკის პრინციპები საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებისთვ