კონვენციის მიზნის მისაღწევად მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას:
(ა) ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე მიიღონ კოდექსის პრინციპების შესაბამისი სათანადო ზომები;
(ბ) წაახალისონ ყველა ფორმის საერთაშორისო თანამშრომლობა, რომლის მიზანია სპორტსმენთა დაცვის უზრუნველყოფა, სპორტში ეთიკური პრინციპების დაცვა და გამოკვლევათა შედეგების ერთობლივი გამოყენება;
(გ) ხელი შეუწყონ საერთაშორისო თანამშრომლობას მონაწილე სახელმწიფოთა და სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში წამყვან ორგანიზაციათა შორის, კერძოდ, მსოფლიო დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტოსთან თანამშრომლობა