1. ცხოველებს იძულებით კლავენ ვეტერინარი ექიმის ნებართვით მეურნეობებში ან სასაკლაო საწარმოში (სანიტარიულ სასაკლაოზე). სანიტარიული სასაკლაოს უქონლობისას ასეთი ცხოველების გადამუშავებას ახორციელებენ საწარმოს დასაკლავ-დასამუშავებელ საამქროში ცვლის ბოლოს ან ცალკე დანიშნულ დღეს.
2. იძულებით დაკლული ცხოველების ხორცს და სხვა პროდუქტებს გადაამუშავებენ ადმინისტრაციული რაიონის ფარგლებში სასაკლაო ან ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებში სახელმწიფო ვეტსანზედამხედველობის ქვედანაყოფის კონტროლქვეშ.
3. აკრძალულია ცხოველების იძულებით დაკვლა გზაში სასაკლაო საწარმოში მათი გადაყვანისას.
4. იძულებითი დაკვლის შემთხვევებს არ მიაკუთვნებენ კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველების დაკვლას სუქებისადმი დაუქვემდებარებლობის, ზრდა-განვითარებაში ჩამორჩენილობის, დაბალპროდუქტიულობის, ბერწობის, სტიქიური უბედურების (თოვლის ნამქერი, წყალდიდობა და სხვა) შედეგად მათი დაღუპვის საშიშროების, სასაკლაო საწარმოში დაკვლისწინა შენახვის პერიოდში მიღებული ახალი ტრავმების გამო, აგრეთვე დაკვლას აგონიის მდგომარეობაში მყოფი და ისეთი ინფექციური სნეულებით დაავადებული ცხოველებისა, რომელთა დროსაც დაკვლა აკრძალულია.
5. იძულებით დაკლული ცხოველის ხორცის ტრანსპორტირებას მეურნეობიდან სასაკლაო ან ხორცის გადამამუშავებელ საწარმოში ახდენენ ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით.
6. იძულებით დაკლული ცხოველების ტანხორცის მიტანისას სასაკლაო ან ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებში წარმოდგენილ უნდა იქნეს ვეტერინარული მოწმობა (ცნობა), აქტი იძულებით დაკვლის შესახებ და ვეტერინარული ლაბორატორიის დასკვნა გამოკვლევის შედეგების შესახებ.
7. ტანხორცისა და დაკვლის სხვა პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიულ ექსპერტიზას ახორციელებენ წინამდებარე წესებში მითითებული წესით, აგრეთვე ატარებენ მიკრობიოლოგიურ და ფიზიკოქიმიურ გამოკვლევებს წინამდებარე წესების შესაბამისად, აუცილებელი მოხარშვის სინჯით.
8. იძულებით დაკლული მსხვილფეხა პირუტყვის, ცხენის, აქლემის ხორცის გაუპიროვნების თავიდან ასაცილებლად სასაკლაო საწარმოში მათი მიტანა ხდება ტანხორცების, ნახევარტანხორცებისა და მეოთხედების სახით, ხოლო ცხვრის, თხის, ღორისა და ხბოს ხორცისა – მხოლოდ მთლიან ტანხორცებად. ნახევარტანხორცებსა და მეოთხედებს ნომრავენ ერთი და იმავე ტანხორცისადმი მათი კუთვნილების დასადგენად. მეურნეობაში იძულებით დაკლული ღორების ტანხორცი სასაკლაო ან ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებში მიაქვთ მოუცილებელ თავთან ერთად.
9. იძულებით დაკლული ცხოველის ხორცს მოტანის შემდეგ უტარებენ ვეტერინარულ-სანიტარიულ შემოწმებას და ათავსებენ იზოლირებულ სამაცივრო კამერაში განმეორებითი ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგებისა და მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.
10. თუ ვეტერინარულ-სანიტარიული შემოწმების, მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური გამოკვლევებისა და თითოეული ტანხორცის მოხარშვის სინჯის შედეგების მიხედვით, როგორც მითითებულია წინამდებარე წესების 27-ე მუხლში, იძულებით დაკლული ცხოველების ხორცი და სხვა პროდუქტები მიჩნეული იქნება საკვები მიზნით გამოსაყენებლად ვარგისად, მაშინ მათ გზავნიან მოსახარშად, ხორცის პროდუქტების ან კონსერვების მოსამზადებლად წინამდებარე წესების 26-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.
11. ამ ხორცისა და დაკვლის სხვა პროდუქტების გამოშვება საკვები მიზნებისათვის, მათ შორის, საზოგადოებრივი კვების ქსელში (სასადილოები და სხვა) უმი სახით აკრძალულია.
12. იძულებით დაკლული ცხოველის ხორცის მოხარშვით გაუვნებლების შემდეგ წინამდებარე წესების 26-ე მუხლის შესაბამისად ნებადართულია მისი გამოყენება დანამატის სახით მოხარშული და ლივერული ძეხვების ან კონსერვების დასამზადებლად მათი წარმოების ტექნოლოგიური ინსტრუქციების შესაბამისად.
13. ასეთი ხორცის გაუვნებლება და გამოყენება ხდება ვეტსანზედამხედველობის ქვედანაყოფის კონტროლქვე