1. ტექნიკური რეგლამენტი – „საკლავი ცხოველების ვეტერინარული შემოწმებისა და ხორცისა და ხორცპროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის წესები“ (შემდგომში _ წესები) ადგენს ვეტერინარულ-სანიტარიულ მოთხოვნებს ცხოველის (ფრინველის) მიღების, მისი დაკვლისწინა შემოწმების, ცხოველის (ფრინველის) ტანხორცისა და ორგანოების დაკვლისშემდგომი შე-მოწმების დროს, ხორცისა და ხორცპროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების ვეტერინარულ ნორმებს, ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის, ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარების და, აგრეთვე, გაუვნებლებას დაქვემდებარებული პროდუქციის გადამუშავების წესებს.
2. წინამდებარე წესები გამოიყენება სახელმძღვანელოდ დასაკლავად განკუთვნილი ცხოველის (ფრინველის) მიღების, შენახვის, ტრანსპორტირების, დაკვლისწინა შემოწმების, აგრეთვე ხორცისა და ხორცპროდუქტების (სასურსათო და ტექნიკური პროდუქციის, ცხოველური წარმოშობის საკვების) დამზადების, გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის დროს (შემდგომში – მიმოქცევის ყველა ეტაპზე).
3. წინამდებარე წესები განკუთვნილია შესაბამისი ვეტერინარული სამსახურის (შემდგომში – შესაბამისი სამსახურის) დაწესებულებებისათვის, აგრეთვე სხვა სამსახურებისათვის, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ სახელმწიფო ზედამხედველობა ხორცისა და ხორცპროდუქტების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე.
4. წინამდებარე წესები სავალდებულოა შესასრულებლად სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ორგანიზაციების, დაწესებულებების, საწარმოებისა და სხვა იურიდიული პირებისათვის (შემდგომში – ორგანიზაციებისათვის), მიუხედავად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა, ინდ.მეწარმეებისათვის, თანამდებობის პირებისა და მოქალაქეებისათვის, რომელთა საქმიანობაც ხორციელდება ხორცის პროდუქციის მიმოქცევის სფეროშ