1. მსხვილფეხა პირუტყვი, ირემი:
ა) თავი: ათვალიერებენ გარედან, კვეთენ და ამოწმებენ ყბისქვეშა (ქვედა ყბის), ყბაყურა, ხახის უკანა მედიალურ (საჭიროებისას ლატერალურ) ლიმფურ კვანძებს. ტუჩებსა და ენას ამოწმებენ დათვალიერებითა და ხელის შეხებით, საჭიროებისას კვეთენ. კვეთენ და ამოწმებენ საღეჭ კუნთებს ფენებად, მთელ სიგანეზე, მათი ზედაპირის პარალელურად (გარეთასორი განაჭრით, შიგნითას – ერთით) თითოეული მხრიდან ცისტიცერკოზის აღმოსაჩენად.
ბ) ელენთა: ათვალიერებენ გარედან, უტარებენ პალპაციას, საჭიროების შემთხვევაში კვეთენ.
გ) გული: ათვალიერებენ და კვეთენ გულის პერანგს. ყურადღებას აქცევენ ეპიკარდიუმის, მიოკარდიუმის მდგომარეობას, ჭრიან დიდ სიმრუდეზე, ამოწმებენ სისხლის, ენდოკარდიუმის, სარქვლოვანი აპარატის მდგომარეობას, აკეთებენ მიოკარდიუმის ორსამ გასწვრივ და ერთ-ორ განივ გაუმჭოლ განაჭრებს (ცისტიცერკოზზე, სარკოცისტოზზე და სხვა).
დ) ფილტვები: ამოწმებენ გარედან და ხელის შეხებით. კვეთენ მარცხენა ბრონქულ, ტრაქეობრონქულ, შუასაყრის ლიმფურ კვანძებს. კვეთენ და ათვალიერებენ პარენქიმას მსხვილი ბრონქებისა (სისხლის, საკვები მასით ასპირაცია და სხვა) და პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენის ადგილებში.
ე) ღვიძლი: ათვალიერებენ და ხელით სინჯავენ დიაფრაგმული და ვისცერული მხარეებიდან. დიაფრაგმის ღვიძლთან შეზრდის შემთხვევაში უკანასკნელს აცილებენ და ათვალიერებენ მას პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენის თვალსაზრისით. კვეთენ და ამოწმებენ პორტალურ ლიმფურ კვანძებს და ვისცერული მხრიდან აკეთებენ 2-3 გაუმჭოლ განაჭერს ნაღვლის სადინარების მიმართულებით. ნაღვლის ბუშტს ათვალიერებენ, საჭიროების შემთხვევაში კვეთენ.
ვ) თირკმლები: იღებენ კაფსულიდან, ამოწმებენ დათვალიერებითა და ხელის შეხებით, პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენის შემთხვევაში ჭრიან.
ზ) საყლაპავი მილი, კუჭი (წინაკუჭები): ათვალიერებენ გარედან სეროზულ გარსს. საჭიროების შემთხვევაში კუჭს კვეთენ ლორწოვანი გარსის შესამოწმებლად. ამოწმებენ საყლაპავ მილს (ცისტიცერკოზზე, სარკოცისტოზზე).
თ) ნაწლავები: ამოწმებენ სეროზული გარსის მხრიდან და კვეთენ ჯორჯლის რამდენიმე ლიმფურ კვანძს.
ი) ცური: ათვალიერებენ, სინჯავენ ხელით და აკეთებენ ერთ-ორ ღრმა პარალელურ განაჭერს ცურის თითოეულ ნახევარზე. კვეთენ ცურზედა ლიმფურ კვანძებს;
კ) საშვილოსნო, სათესლე ჯირკვლები, საშარდე ბუშტი: ათვალიერებენ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კვეთენ;
ლ) ტანხორცი: ათვალიერებენ გარეთა და შიგნითა ზედაპირებს, ყურადღებას აქცევენ სისხლჩაქცევების, სიმსივნეებისა და სხვა პათოლოგიური ცვლილებების არსებობას;
მ) ინფექციურ სნეულებაზე ეჭვის დროს ან სხვა შემთხვევებში, რომლებიც დაკავშირებულია პათოლოგიურ ცვლილებებთან ორგანოებსა და ქსოვილებში, ვეტერინარი ექიმის შეხედულებისამებრ კვეთენ: კისრის ზედაპირულ (ბეჭწინა), იღლიისქვეშა (პირველი ნეკნისა და საკუთრივ იღლიისქვეშა), ნეკნ-კისრის, ნეკნთაშორის, გულმკერდის კრანიალურ, წელის, თეძოს, მენჯის, მუხლის ნაოჭის, საზარდულის ზედაპირულ და მუხლქვეშა ლიმფურ კვანძებს;
ნ) საჭიროების შემთხვევაში ცისტიცერკების (ფინების) აღმოსაჩენად დამატებით გასწვრივად ჭრიან კისრის, ბეჭ-იდაყვის, წელის, ზურგის, გავის, უკანა კიდურებისა და დიაფრაგმის კუნთებს;
ო) ხბოებში ათვალიერებენ აგრეთვე ჭიპლარს და საჭიროების შემთხვევაში კვეთენ კიდურების სახრებს (მაჯის და საჭენებელს).
2. ცხვარი, თხა:
ვეტერინარულ-სანიტარიულ შემოწმებას ატარებენ იმავე წესით, როგორც მსხვილფეხა პირუტყვზე. კაზეოზური ლიმფადენიტის გამოსავლენად ამოწმებენ კისრის ზედაპირულ და მუხლის ნაოჭის ლიმფურ კვანძებს. თავებს ათვალიერებენ გარედან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ამოწმებენ ისე, როგორც მსხვილფეხა პირუტყვის შემთხვევაში.
3. ღორი:
ა) თავი: ტანხორცის გატყავებით დამუშავებისას ყბისქვეშა სივრცეში აკეთებენ კანისა და კუნთების გასწვრივ განაჭერს ჭრილობითი ხვრელიდან ქვევით ქვედა ყბის ტოტების შეზრდის კუთხის მიმართულებით, კვეთენ და ამოწმებენ ორივე მხრიდან ყბისქვეშა (ქვედა ყბის) ლიმფურ კვანძებს (ჯილეხზე). თუ ღორის ტანხორცს ამუშავებენ გაუტყავებლად ან კრუპონის მოხდით, მაშინ ყბისქვეშა ლიმფურ კვანძებსა და თავის დანარჩენ ნაწილებს ამოწმებენ გატრუსვის შემდეგ;
ბ) შემდგომ თავის შემოწმებისას კვეთენ და ამოწმებენ ყბისქვეშა და ყბაყურა ლიმფურ კვანძებს, გარეთა და შიგნითა საღეჭ კუნთებს (თითოეულზე აკეთებენ ერთ განაჭერს – ცისტიცერკოზზე). ათვალიერებენ ენას, ხორხის ლორწოვან გარსს, ხორხსარქველსა და ნუშისებურ ჯირკვლებს;
გ) ელენთა: ათვალიერებენ გარედან, საჭიროების შემთხვევაში ჭრიან პარენქიმას და კვეთენ ელენთის ლიმფურ კვანძებს;
დ) ფილტვები: ათვალიერებენ გარედან, სინჯავენ ხელით და კვეთენ ბრონქულ (მარცხენა, მარჯვენა და შუა) და შუასაყრის ლიმფურ კვანძებს;
ე) გული, თირკმლები, კუჭი, ნაწლავები, საყლაპავი მილი: ამოწმებენ და იკვლევენ ისევე, როგორც მსხვილფეხა პირუტყვში. აუცილებლობის შემთხვევაში კვეთენ და ამოწმებენ კუჭის ლიმფურ კვანძებს;
ვ) ღვიძლი: ხელით სინჯავენ და ათვალიერებენ დიაფრაგმულ და ვისცერალურ ზედაპირებს, კვეთენ პარენქიმას ერთი განაჭერით ნაღვლის სადინარების გასწვრივ ვისცერალური მხრიდან წილების შეერთების ადგილზე;
ზ) ტანხორცი: ამოწმებენ ისევე, როგორც მსხვილფეხა პირუტყვში. ცისტიცერკოზზე გამოსაკვლევად საჭიროების შემთხვევაში ჭრიან და ამოწმებენ კისრის, ბეჭ-იდაყვის (ანკონეუსის), მკერდის, წელის, ზურგის, მენჯ-ბარძაყის კუნთებსა და დიაფრაგმას.
თ) კუნთოვანი ქსოვილის ღრმა ფენებში ლოკალიზებული ანთებითი პროცესების (აბსცესი და სხვა) არსებობაზე ეჭვის დროს აკეთებენ კუნთების გასწვრივ განაჭერს და კვეთენ რეგიონულ ლიმფურ კვანძებს;
ი) ყველა ტანხორცს აუცილებლად იკვლევენ ტრიქინელოზზე იმ წესით, როგორც მითითებულია წინამდებარე წესების 32-ე მუხლში.
4. ერთჩლიქიანი ცხოველები (ცხენი, ვირი, ჯორი):
ა) თავი: ჭრიან (კვეთენ) ყბისქვეშა (ქვედა ყბის) და ენისქვეშა ლიმფურ კვანძებს, ათვალიერებენ ცხვირის ღრუსა და ამოჩეხილ (ამოხერხილ) ცხვირის ძგიდეს (ქოთაოზე). ენას ათვალიერებენ და აუცილებლობის შემთხვევაში კვეთენ;
ბ) ფილტვები: კვეთენ ტრაქეას, მსხვილ ბრონქებს და ათვალიერებენ ლორწოვან გარსს. ჭრიან ბრონქულ, აგრეთვე ტრაქეის გასწვრივ განლაგებულ კისრის ღრმა ლიმფურ კვანძებს. ორი ირიბი განაჭერით ჭრიან ფილტვის მარჯვენა და მარცხენა წილებს, ათვალიერებენ და ხელით სინჯავენ განაჭრების ადგილებს;
გ) ელენთა, გული, ღვიძლი, თირკმლები, ნაწლავები, კუჭი და სხვა ორგანოები: ამოწმებენ ისევე, როგორც მსხვილფეხა პირუტყვში;
დ) ტანხორცი: ამოწმებენ გარეთა და შიგნითა მხრიდან. ინფექციურ სნეულებაზე ეჭვის დროს კვეთენ და ამოწმებენ იმავე ლიმფურ კვანძებს, რასაც მსხვილფეხა პირუტყვში; დამატებით ამოწმებენ კუნთებს (ბეჭის შიგნითა მხრიდან) მელანომებზედ, მუცლის კედლის შიგნითა ზედაპირს ალფორტიოზზე.
ე) ონქოცერკოზზე ეჭვის შემთხვევაში (ხილული პათოლოგოანატომიური ცვლილებების არსებობა გრანულაციური ქსოვილის ნაზარდის სახით, ნაწიბურები მინდაოს არეში და სხვა) აკეთებენ კუნთების ირიბ-გასწვრივ განაჭერს ქედის იოგის მიმართულებით გულმკერდის პირველი მალის წვეტიანი მორჩის დონემდე.
5. ფრინველი:
ა) თითოეული ტანხორცი უნდა გაიკვეთოს საწარმოს მუშის მიერ ან ავტომატური მოწყობილობით ისე, რომ ყველა ორგანო და ტანხორცის ღრუ კარგად ჩანდეს შესამოწმებლად. ტანხორციდან ორგანოების მოცილება ვეტერინარულ შემოწმებამდე აკრძალულია;
ბ) ტანხორცი: ყურადღებას აქცევენ სისხლგართმევის ხარისხს, ნასუქობას, ცვლილებებს კანზე, კანქვეშა ქსოვილში, კუნთებში, სეროზულ და ლორწოვან გარსებზე, სინუსებსა და სახსრებში (დაჟეჟილობები ხერხემალზე, გამკვრივებები, ტრავმები, სისხლჩაქცევები, ჭრილობები, შეშუპება, დაბინძურებები და სხვა);
გ) შინაგანი ორგანოები: ათვალიერებენ ღვიძლს (ფერი, სიდიდე, კონსისტენცია), ელენთას, თირკმლებს, გულს, ფილტვებს, კუჭსა და ნაწლავებს კლოაკათი, საკვერცხეებსა და კვერცხსავალს, მკერდ-მუცლის ღრუს სეროზულ გარსს, ფაბრიციუსის ჩანთას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში კვეთენ.
დ) ტანხორცსა და ორგანოებზე ინფექციური, ინვაზიური და არაგადამდები სნეულებებისათვის დამახასიათებელი პათოლოგოანატომიური ცვლილებების არსებობისას ტანხორცსა და ორგანოებს ჩამოხსნიან კონვეიერული ხაზიდან უფრო გულდასმითი შემოწმებისათვის და აუცილებლობის შემთხვევაში გზავნიან ვეტერინარულ ლაბორატორიაში გამოსაკვლევად. ტანხორცს ისეთი ცვლილებებით, რომლებიც არ მოითხოვს მთელი ტანხორცის წუნდებას: (მკერდის დაჟეჟილობები, სისხლჩაქცევები, ფეხის ძვლების და ფრთების მოტეხილობები, ტექნოლოგიური დამუშავების პროცესში წარმოქმნილი კანის უმნიშვნელო დაზიანებები, დერმატიტები კანის შეზღუდულ უბნებზე), ტოვებენ კონვეიერულ ხაზზე შემდგომი დასუფთავების ჩასატარებლად.
6. სარეწაო და გარეული ცხოველების, ბოცვრებისა და ნუტრიის დაკვლის პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიულ შემოწმებას, აგრეთვე მათი ხორცისა და დაკვლის პროდუქტების სანიტარიულ შეფასებას ახდენენ ისე, როგორც მითითებულია წინამდებარე მუხლის 1, 2 და 3 პუნქტებში.
7. ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის დამთავრების შემდეგ დაკვლის პროდუქტები შეიძლება: გამოყენებული იქნას შეუზღუდავად, გამოყენებულ იქნეს შეზღუდვებით (ცალკეული სახის ხორცის პროდუქტების დამზადება ხორცის გადამამუშავებელ საწარმოში) გამოყენებულ იქნას გაუვნებლების შემდეგ, დაექვემდებაროს უტილიზაციას ან განადგურებას.
8. ყველა სახის ცხოველების ხორცის ვეტერინარულ დადაღმვას ახდენენ ცხოველთა ხორცის დადაღმვის მოქმედი წესის შესაბამისად.
9. ყველა შემთხვევაში, როდესაც წინამდებარე წესების განაკვეთში არ არის მითითებული ხორცისა და დაკვლის სხვა პროდუქტების შეზღუდვებით გაშვებისა და ტყავის, ჯაგრის, თმის, ბუმბულის და სხვ. დეზინფექციის აუცილებლობა, მათ უშვებენ შეუზღუდავად.
10. ინფექციური სნეულებების დადგენისას ატარებენ ვეტერინარულ-სანიტარიულ ღონისძიებებს (სათავსების, დანადგარების და სხვ. დეზინფექცია) მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.
11. ხორცისა და დაკვლის სხვა პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის, აგრეთვე ტრიქინელოზზე გამოკლევის შედეგები რეგისტრირდება დადგენილი ფორმის ჟურნალებშ