1. ხორცსა და დაკვლის სხვა პროდუქტებს არ უნდა აღენიშნებოდეთ პათოლოგიური ცვლილებები.

2. გამჭლევება (ალიმენტარული დისტროფია) – გამჭლევებისას, რასაც თან ახლავს ცხიმის დაგროვების ადგილებში ლაბისებური შეშუპება, ან კუნთოვან ქსოვილში ასეთივე შეშუპების, კუნთების ატროფიის ან დეგენერაციული ცვლილებებისა და ლიმფური კვანძების შეშუპების შემთხვევებში ტანხორცსა და შინაგან ორგანოებს გზავნიან უტილიზაციაში.

3. თეთრკუნთოვანი დაავადება. კეტოზები – კუნთებში დისტროფიული ცვლილებების (გაუფერულება, შეშუპება, მოდუნება) შემჩნევისას ტანხორცს, ორგანოებით, გზავნიან უტილიზაციაში. კუნთებში სუსტად გამოხატული ცვლილებებისას (თეთრი-მოვარდისფრო ფერი) ან ორგანოებსა და ჩონჩხის კუნთების ნაწილში პათოლოგოანატომიური ცვლილებების აღნიშვნისას, ტანხორცსა და დაუზიანებელ ორგანოებს გზავნიან სამრეწველო გადამუშავებისათვის, ხოლო ტანხორცისა და ორგანოების დაზიანებულ ნაწილებს – უტი-ლიზაციაში.

4. ენდემური დაავადებები (იოდის ნაკლებობა, ენდემური ჩიყვი, ანემია, აკობალტოზი, კბილების კარიესი, შარდკენჭოვანი დაავადება, კოლაგენოზი, უროვის დაავადება და სხვა):

ა) ტანხორცს – არადამაკმაყოფილებელი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების (ჰიდრემია, შეშუპება, ფერის შეცვლა და სხვა) არსებობისას, აგრეთვე ყველა ორგანოს – პათოლოგიურანატომიური ცვლილებების აღნიშვნისას გზავნიან უტილიზაციაში.

ბ) ტანხორცს, დამაკმაყოფილებელი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით, და სახეუცვლელ ორგანოებს გზავნიან მოხარშული ძეხვების მოსამზადებლად, ხოლო დაზიანებულ ორგანოებს – უტილიზაციაში.

5. ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები – ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებით, აგრეთვე კეთილთვისებიანი სიმსივნის მრავლობითი გამოვლინებით დაზიანებულ ორგანოებსა და ტანხორცის ნაწილებს გზავნიან უტილიზაციაში. კეთილთვისებიანი სიმსივნეების ერთეული წარმონაქმნებით ქსოვილების დაზიანებულ ნაწილებს აცილებენ და გზავნიან უტილიზაციაში, ხოლო ტანხორცსა და ორგანოებს უშვებენ შეუზღუდავად.

6. ცხვრისა და თხის დაზიანება ვაციწვერათი – ტანხორცი, აბსცესებისა და სხვა ანთებითი ცვლილებების გარეშე, დაზიანებული ნაწილების მოცილების შემდეგ, გაიშვება შეუზღუდავად. მრავლობით ჩირქოვანი აბსცესების და სხვა ანთებითი პროცესების არსებობისას ტანხორცს გზავნიან უტილიზაციაში.

7. ტრავმები, დამწვრობა, სისხლჩაქცევა – ახალი ტრავმების, ძვლის მოტეხილობების დროს ყველა სისხლით გაჟღენთილ და შეშუპებულ ქსოვილს აცილებენ, ხოლო ტანხორცს უშვებენ შეუზღუდავად. ფართო დამწვრობის, სისხლჩაქცევების, ძვლების მოტეხილობების დროს, რომლებსაც თან ახლავს გარემომცველი ქსოვილებისა და სომატური ლიმფური კვანძების ანთებითი პროცესები სეპტიკური ხასიათის საწყისი ნიშნებით, აგრეთვე შინაგანი ორგანოებისა და ტანხორცის ნაწილების შეშუპების დროს, სანიტარიულ შეფასებას ახდენენ ისე, როგორც მითითებულია ამავე მუხლის მე-11 პუნქტში.

8. ფლეგმონის, ნეკროზების აღმოჩენისას, აგრეთვე მრავლობითი მოტეხილობებისა და ფართე ტრავმების დროს, რომელთაც თან ახლავს სპეციფიკური (იქოროზული) სუნი და რომელთა მოცილებაც ვერ ხერხდება, ტანხორცსა და ორგანოებს გზავნიან უტილიზაციაში.

9. ცალკეულ პარენქიმულ ორგანოში ან ერთრდოულად რამდენიმე მათგანში ატროფიული, დიფუზური, ციროზული და დისტროფიული ცვლილებების აღმოჩენისას დაზიანებულ ორგანოებს გზავნიან უტილიზაციაში. წვრილკეროვანი ხასიათის ერთეულ დაზიანებებს აცილებენ. ტანხორცის გამოყენება თითოეულ ცალკეულ შემთხვევაში დასაშვებია სალმონელების არსებობაზე ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიხედვით.

10. უმეტესი შინაგანი ორგანოს (მელანოზი, ჰემოსიდეროზი, ნაცრისფერი ატროფია და სხვა) ან ჩონჩხის კუნთების დიფუზური ან მსხვილკეროვანი პათოლოგიური პიგმენტაციის აღმოჩენისას ტანხორცსა და შინაგან ორგანოებს გზავნიან უტილიზაციაში. კუნთების ცალკეული ნაწილების პიგმენტაციის შეცვლისას ამ ნაწილებს აცილებენ და გზავნიან უტილიზაციაში, ხოლო ტანხორცს უშვებენ შეუზღუდავად. მხოლოდ ცალკეულ შინაგან ორგანოში კეროვანი პათოლოგიური პიგმენტაციის არსებობისას ამ ორგანოს გზავნიან ტექნიკურ უტილიზაციაში, ხოლო ტანხორცს უშვებენ შეუზღუდავად.

11. ინფარქტის, ჰემატომის შემთხვევებისას, ჰემორაგიული ინფილტრაციის, სისხლნაჟღენთის, შინაგან ორგანოებსა და ჩონჩხის კუნთებში სიხლჩაქცევების აღმოჩენისას დაზიანებულ ორგანოებს აცილებენ და გზავნიან უტილიზაციაში. დარჩენილ პროდუქტებს იყენებენ სამრეწველო გადამუშავებისათვის, ხოლო ტანხორცს იყენებენ შეუზღუდავად. ამ ცვლილებების ჩირქოვანი, ლპობითი, ანთებითი ან ნეკროზული პროცესებით გართულების შემთხვევაში დაზიანებულ ორგანოებს გზავნიან უტილიზაციაში, ხოლო ტანხორცს იყენებენ ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით.

12. პარენქიმულ ორგანოებში მრავლობითი აბსცესის აღმოჩენისას ამ ორგანოებს გზავნიან ტექნიკურ უტილიზაციაში, ხოლო ტანხორცს იყენებენ ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების მიხედვით. თუ აბსცესები აღმოჩნდა სომატურ ლიმფურ კვანძებში და კუნთებში, ტანხორცსა და შინაგან ორგანოებს გზავნიან ტექნიკურ უტილიზაციაში. ერთეულ, ინკაფსულირებულ აბსცესებს აცილებენ, დარჩენილ ორგანოებსა და ქსოვილებს გზავნიან სამრეწველო გადამუშავებისათვის.

13. ორგანოებსა და ქსოვილებში დიფუზური პეტრიფიკაციის (კალციუმის მარილების დაგროვების) აღმოჩენისას დაზიანებულ ორგანოებს გზავნიან უტილიაზციაში. კეროვანი დაზიანებებისას – კერებს აცილებენ, ხოლო დარჩენილ დაკვლის პროდუქტებს გზავნიან სამრეწველო გადამუშავებისთვის.

14. თუკი ტანხორცის ყველა ქსოვილი ყვითელი შეფერილობისაა და ეს შეფერილობა, არ ქრება 2 დღე-ღამის განმავლობაში, ტანხორცს გზავნიან ტექნიკურ უტილიზაციაში. ყვითელი შეფერილობის ორ დღე-ღამეში გაქრობის შემთხვევაში ტანხორცს უშვებენ ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით.

15. თუ ხორცს თევზის, შარდის, ზიპის, ფეკალის, წამლის ან ხორცისათვის უჩვეულო სხვა სუნი ასდის ეს სუნი არ ქრება მოხარშვის სინჯის დროს, ტანხორცსა და შინაგან ორგანოებს გზავნიან უტილიზაციაში. მოხარშვის სინჯის დროს აღნიშნული სუნის გაქრობის შემთხვევაში ტანხორცსა და შინაგან ორგანოებს გზავნიან სამრეწველო გადამუშავებაში. ნებისმიერი უჩვეულო სუნის მქონე ცხიმნედლეულს გზავნიან უტილიზაციაში.

16. წყვილი ორგანოებიდან ან ტანხორცის ნაწილებიდან ერთ-ერთში სისხლის შეგუბების (ჰიპოსტაზი ან იმბიბიციო) შემთხვევაში, კისრის გადაჭრის ადგილზე დამახასიათებელი რეაქციის არგამოვლენისას, ცუდი სისხლგართმევის შემთხვევაში, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ცხოველი დაეცა და შემდეგ დამუშავდა ან დაიკლა აგონიის მდგომარეობაში, ტანხორცსა და ყველა ორგანოებს გზავნიან უტილიზაციაში.

17. პათოლოგიური ცვლილებები ცალკეულ ორგანოებში.

ა) ფილტვები ყველა სახის პნევმონიის, პლევრიტის, აბსცესის, სიმსივნის, სისხლით, წყლით ან კუჭის (წინაკუჭების) შიგთავსით დაკვლისმიერი ასპირაციის შემთხვევაში მათ გზავნიან უტილიზაციაში;

ბ) გული – პერიკარდიტის, ეპიკარდიტის, მიოკარდიტის, ენდოკარდიტის, სიმსივნეებით დაზიანების შემთხვევაში მას გზავნიან უტილიზაციაში;

გ) ღვიძლი – ერთეული აბსცესების არსებობისას აბსცესებს აცილებენ, ხოლო დაუზიანებელ ნაწილებს უშვებენ შეუზღუდავად, შეუზღუდავად უშვებენ ღვიძლს სუსტად გამოხატული კაპილარული ექსტაზის დროსაც. მრავლობითი აბსცესების, დიფუზური ჩირქოვანი ანთების, მკვეთრად გამოხატული ციროზის, ყველა სახის დისტროფიის, სიყვითლის, სიმსივნის, მკვეთრად გამოხატული კაპილარული ექსტაზიისა და პარენქიმის სხვა პათოლოგოანატომიური ცვლილებების დროს ღვიძლს გზავნიან უტილიზაციაში. ღვიძლს, სუსტად შეცვლილი ფერითა და უმნიშვნელო ცხიმოვანი დისტროფიით, გზავნიან მოხარშული ძეხვეული ნაწარმის ან კონსერვების მოსამზადებლად;

დ) ელენთა – ნებისმიერი პათოლოგოანატომიური ცვლილებების შემთხვევაში ელენთას გზავნიან უტილიზაციაში;

ე) თირკმლები – ყველა სახის ნეფროზის, ნეფრიტის, ინფარქტის, მრავლობითი კისტის, ჰიდრონეფროზის, სიმსივნის, ქვების აღვნიშნისას თირკმლებს გზავნიან უტილიზაციაში.

ვ) კუჭი (წინაკუჭები) – ნებისმიერი სახის ანთების, ეროზიის, წყლულის, სიმსივნისა და სხვა პათოლოგიური ცვლილებების დროს გზავნიან უტილიზაციაში;

ზ) ნაწლავი – ნებისმიერი სახის ენტერიტის, კოლიტის, ეროზიის, წყლულის, სიმსივნის, აგრეთვე სხვა პათოლოგიური ცვლილებების დროს ნაწლავებს გზავნიან უტილიზაციაში;

თ) ცური – ნებისმიერი სახის ანთებისას გზავნიან უტილიზაციაში;

ი) თავისა და ზურგის ტვინი – ნებისმიერი სახის დისტროფიული, ნეკროზული, დისცირკულარული და ანთებითი პროცესის აღმოჩენისას გზავნიან უტილიზაციაში;

კ) ტანხორცი – კუნთებში დისტროფიული, ნეკროზული, დისცირკულარული (ჰემატომა, სისხლნაჟღენთი, ჰემორაგიული ინფილტრატი, სისხლჩაქცევა და სხვა), ანთებითი (მიოზიტი, პლევრიტი, პერიტონიტი, ლიმფომა და სხვა) ცვლილებების აღმოჩენისას სანიტარიული შეფასება უნდა ჩატარდეს დიფერენცირებულად;

ლ) ძვლები – დარბილების პროცესში ნებისმიერი დისტროფიული (ოსტეომალაცია, ოსტეოდისტროფია, რაქიტი, ოსტეოპოროზი), ნეკროზული, დისცირკულარული, ანთებითი (ოსტეომიელიტი) პროცესის აღმოჩენისას ძვლებს გზავნიან უტილიზაციაში;

მ) ტყავი – ტყავის ფართობის 75%-ის ნებისმიერი, მათ შორის, ერთობლივი დაზიანებისას, მას გზავნიან უტილიზაციაში. ტყავის ფართობის 25%-ის პათოლოგიური დაზიანების აღმოჩენისას დაზიანებულ ნაწილებს აცილებენ, დანარჩენს იყენებენ შეუზღუდავად. დაუზიანებელ ტყავს უშვებენ შეუზღუდავა