1. სპიროქეტოზი (ბორეზიოზი), კრიპტოსპორიდიოზი, ტოქსოპლაზმოზი -გამჭლევებისას და კუნთებსა და შინაგან ორგანოებში პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში ტანხორცსა და შინაგან ორგანოებს გზავნიან უტილიზაციაში. კუნთებში ცვლილებების უქონლობისას ტანხორცს ხარშავენ, შინაგან ორგანოებს გზავნიან უტილიზაციაში.

2. ჰისტომონოზი – ტანხორცს ხარშავენ, შინაგან ორგანოებს გზავნიან უტილიზაციაში.

3. სარკოსპორიდიოზი – სარკოცისტებით მრავლობითი დაზიანებისა და დისტროფიული ცვლილებების არსებობის შემთხვევაში ტანხორცს ორგანოებით გზავნიან უტილიზაციაში. ერთეული დაზიანებებისას – ხარშავენ.

4. ეიმერიოზი (კოკციდიოზი) – დაზიანებულ ორგანოებს გზავნიან უტილიზაციაში, ტანხორცს კარგი შეხორცების შემთხვევაში ხარშავენ. გამჭლევებულ ტანხორცს შინაგან ორგანოებთან ერთად გზავნიან უტილიზაციაში.

5. ჰელმინთოზები (ასკარიდიოზი, ჰეტეროკიდოზი, დრეპანიდოტენიოზი და სხვა) – გამჭლევებულ ტანხორცსა და შინაგან ორგანოებს გზავნიან უტილიზაციაში. გამჭლებვების აღუნიშნაობისას შინაგან ორგანოებს გზავნიან უტილიზაციაში, ხოლო ტანხორცს უშვებენ შეუზღუდავად.

6. კნემიდოკოპტოზი (მუნი) – პათოლოგიური ცვლილებების მქონე ტანხორცს და ფეხების უბუმბულო ნაწილებს გზავნიან უტილიზაციაში, ხოლო ტანხორცსა და შინაგან ორგანოებს პათოლოგიური ცვლილებების გარეშე – ხარშავენ. ინფექციური და ინვაზიური (პარაზიტული) დაავადებების დროს ფრინველებისგან მიღებულ ბუმბულსა და ღინღლს უტარებენ დეზინფექციას ან გზავნიან უტილიზაციაში მოცემული დაავადებების მიმართ ბრძოლის ინს-ტრუქციების შესაბამისა