1. გამჭლევება (ალიმენტარული დისტროფია) – ცხიმის დაგროვების ადგილებსა და კუნთოვან ქსოვილში ლაბისებური შეშუპების აღნიშვნისას, კუნთების ატროფიისა და სიმშრალის (მკვეთრად გამოშვერილი ძვლები, სახსრები, ზურგი), აგრეთვე ქსოვილების, ბიბილოს, საყურეების მკვეთრად გამოხატული სიმკრთალის ან სილურჯის შემთხვევაში ტანხორცს შინაგანი ორგანოებით გზავნიან უტილიზაციაში.
2. პოდაგრა. შარდმჟავა დიათეზი – გამჭლევებისა და სეროზული საფარველის, ორგანოების, სახსრების დაზიანების შემთხვევაში ტანხორცს გზავნიან უტილიზაციაში. კეროვანი დაზიანების შემთხვევაში გამჭლევების უქონლობისას ტანხორცს გასუფთავების შემდეგ უშვებენ შეუზღუდავად, ხოლო დაზიანებულ ორგანოებს გზავნიან უტილიზაციაში.
3. ავიტამინოზები – გამჭლევების აღნიშვნისას ან ვისცერული პოდაგრის შემთხვევაში ტანხორცსა და ორგანოებს გზავნიან უტილიზაციაში, ხოლო მათი აღუნიშნაობის შემთხვევაში უშვებენ შეუზღუდავად.
4. ასციტი (წყალმანკი) – გულმკერდისა და მუცლის ღრუს სეროზულ საფარველზე ფიბრინული ნადების არსებობისას და გამჭლევების შემთხვევაში ტანხორცსა და შინაგან ორგანოებს გზავნიან უტილიზაციაში. თუ შეიმჩნევა მხოლოდ კეროვანი დაზიანება და არ აღინიშნება გამჭლევება, ტანხორცს გასუფთავების შემდეგ ხარშავენ, დაზიანებულ ორგანოებს გზავნიან უტილიზაციაში.
5. პერიტონიტები. სალპინგოპერიტონიტი (ყვითრისმიერი პერიტონიტი და სალპინგოოვარიტი) – ტანხორცისა და შინაგანი ორგანოების სეროზული საფარველის კეროვანი ანთების შემთხვევაში ტანხორცს ხარშავენ, წვავენ ან გადაამუშავებენ კონსერვებად, დაზიანებულ ორგანოებს გზავნიან უტილიზაციაში. დიფუზური პერიტონიტის დროს, მკერდ-მუცლის ღრუში შინაგანი ორგანოებისა და სეროზული საფარველის დაზიანებითა და სეროზულფიბრინული ექსუდატის არსებობის შემთხვევაში, ტანხორცს შინაგანი ორგანოებით გზავნიან უტილიზაციაში.
6. ტრავმები და დაჟეჟილობები – ტანხორცში ტრავმებით გამოწვეული პათოლოგიური ცვლილებების არარსებობისას – დაზიანებულ ნაწილებს, ხოლო მნიშვნელოვანი დაზიანების დროს კი მთლიან ტანხორცს შინაგანი ორგანოებით გზავნიან უტილიზაციაში. უმნიშვნელო დაზიანების დროს, პათოლოგიურად შეცვლილი კუნთოვანი ქსოვილის მოცილების შემდეგ, ტანხორცის ნაწილებს ხარშავენ ან გზავნიან კონსერვების მოსამზადებლად. ახალი ტრავმებისა და უმნიშვნელო ახალი სისხლჩაქცევების დროს, როცა ირგვლივ მდებარე ქსოვილებში ანთე-ბითი ხასიათის ცვლილებები არ შეიმჩნევა, ყველა სისხლით გაჟღენთილ ქსოვილს გზავნიან უტილიზაციაში, ხოლო ტანხორცის დანარჩენ ნაწილს უშვებენ შეუზღუდავად. წიწილა ბროილერის ტანხორცს მკერდის ძვლის ქედის დაჟეჟილობით კანის სუსტად გამოხატული გამკვრივების სტადიაში, უშვებენ შეუზღუდავად. დაჟეჟილობებს კანის გამოხატული ბუშტუკი-სებური ამობურცვით, გამჭვირვალე ან წითელი მოლურჯო ელფერის სითხისა და თეთრი ფიბრინისებური მასის შემცველობით, აცილებენ და გზავნიან უტილიზაციაში, ხოლო ტანხორცს ხარშავენ. დაჩირქებულ ან დაწყლულებულ დაჟეჟილობებს აცილებენ და ირგვლივ მდებარე სახეცვლილ ქსოვილებთან ერთად გზავნიან უტილიზაციაში, ხოლო ტანხორცს ხარშავენ ან გადაამუშავებენ კონსერვებად.
7. უცხო სუნი – თუ ფრინველის ხორცს ასდის მისთვის უჩვეულო სუნი და ის არ ქრება 48 საათის განმავლობაში, ტანხორცსა და შინაგან ორგანოებს გზავნიან უტილიზაციაში. სუნის გაქრობის შემთხვევაში ტანხორცსა და შინაგან ორგანოებს გზავნიან სამრეწველო გადამუშავებაში. ბუმბულსა და ღინღლს, რომელიც მიიღება ფრინველისაგან არაგადამდები დაავადებების დროს, უშვებენ შეუზღუდავად.
8. მოწამვლები – იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი, რომ სასაკლაო საწარმოში მიყვანილმა ფრინველმა განიცადა რომელიმე მავნე ნივთიერების ზემოქმედება, რაც შეიძლება საშიში იყოს ადამიანისათვის, ასეთი ფრინველისგან მიღებულ ტანხორცსა და შინაგან ორგანოებს გზავნიან დროებით შესანახად ცალკე კამერაში. ხორცის გამოყენების გადაწყვეტილებას იღებენ მიკრობიოლოგიური და ფიზიკოქიმიური გამოკვლევების ჩატარების შემდეგ. გამოკვლევებს ატარებენ ოფიციალური მეთოდებით მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების თანახმა