1. ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო ცხოველისა და ფრინველის სახორცედ დაკვლა მათი რეალიზაციის მიზნით დაიშვება მხოლოდ ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის ქვეშ. სახორცედ დაკვლის წინ ცხოველი და ფრინველი ექვემდებარება ვეტერინარულ შემოწმებას, ხოლო ხორცი და დაკვლის სხვა პროდუქტები რეალიზაციის წინ – ვეტერინარულ-სანიტარიულ ექსპერტიზას. იმ ხორცისა და ცხოველის დაკვლის სხვა პროდუქტების რეალიზაცია და გამოყენება, რომელთაც არ გაუვლია ვეტერინა-რულსანიტარიული ექსპერტიზა, აკრძალულია.

2. ცხოველის (ფრინველის) დაკვლისწინა ვეტერინარულ შემოწმებასა და ხორცისა და ხორცპროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიულ ექსპერტიზას ატარებენ შესაბამისი სამსახურების ვეტერინარი ექიმები, რომელთაც გაიარეს ატესტაცია დადგენილი წესით და მიღებული აქვთ შესაბამისი სერტიფიკატი.

3. ხორცისა და ხორცპროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ვეტერინარი ექიმები ახდენენ მათ ვეტერინარულ დადამღვას მოქმედი ინსტრუქციის შესაბამისად, აგრეთვე გასცემენ დასკვნებს პროდუქციის გამოყენების შესახებ.

4. ვეტერინარი ექიმები პასუხს აგებენ ხორცსა და ხორცპროდუქტებზე ჩატარებული ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის ხარისხზე მოქმედი კანონის შესაბამისად.

5. საზღვარგარეთ შესყიდული ხორცი და ხორცპროდუქტები უნდა შეესაბამებოდეს ვეტერინარულ წესებსა და ნორმებს, აგრეთვე ადამიანებისა და ცხოველებისათვის უსაფრთხოებისა და უვნებლობის ვეტერინარულ-სანიტარიულ მოთხოვნებს.

6. წინამდებარე წესების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ვეტერინარ სპეციალისტებს, ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, რომლებიც ახორციელებენ პირუტყვის (ფრინველის) დაკვლას, მათი დაკვლის პროდუქტების გადამუშავებას, შენახვასა და რეალიზაციას, აგრეთვე მოქალაქეებს – ცხოველების (ფრინველის) და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მფლობელებ