1. წესების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში  ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, გარემოს დაცვას,  ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, ასევე იმ  ოპერატორის დაცვა, რომელიც, ამ  წესების  შესაბამისად, აწარმოებს  ბიოპროდუქტს (ან ისეთ პროდუქტს, რომლის ეტიკეტზე/ნიშანდებაში  გამოყენებულია სიტყვათა ნებისმიერი კომბინაცია -„ორგანული“, „ეკო“, „ბიო“), რათა სხვა პროდუქტს არ მიენიჭოს  ბიოპროდუქტის სტატუსი.

2.  წესები ვრცელდება ბიოპროდუქტზე,  რომელიც  განთავსებულია ბაზარზე ან გამიზნულია ბაზარზე გასატანად და რომლის წარმოებისა და დისტრიბუციის პირობები, ინსპექტირებისა და სერტიფიკაციის პროცედურები  შეესამება ამ  წესებით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის:

ა) სურსათად განკუთვნილ პირველადი წარმოების პროდუქტზე, ცხოველის საკვებზე;

ბ) მე-2 მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირველადი პროდუქტის გადამუშავებით/დამზადებით მიღებულ  სურსათზე, მათ შორის ღვინოზე, ასევე ცხოველის საკვებზე;

გ) საფუარზე, რომელიც გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებაში.

3. ნადირობით ან თევზჭერით მოპოვებული პირველადი პროდუქტი არ შეიძლება ჩაითვალოს ბიოპროდუქტად.

4. ეს წესები არ ვრცელდება პირადი და ოჯახური მოხმარებისათვის განკუთვნილ ბიოპროდუქტის წარმოებაზე.

5. ბიოპროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,  ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით ან/და შესაბამის საერთაშორისოდ აღიარებულ,  დადგენილ მოთხოვნებ