1. ტექნიკური რეგლამენტი - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების  თაობაზე (შემდგომში - ტექნიკური რეგლამენტი) მიზნად ისახავს სურსათის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით  მომხმარებელთა უფლებების დაცვას და შიდა ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას.

2. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს სურსათის ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ ზოგად პრინციპებს, მოთხოვნებს და ინფორმაციის წარდგენის პროცედურებს.

3. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ სურსათზე, რომელიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის, მათ შორის  საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ და, ასევე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისათვის მიწოდებულ სურსათზე.

4. კონკრეტული სახეობის სურსათისათვის ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნებთან ერთად ეტიკეტზე განთავსებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცი