1. ბაზარზე განთავსებული ან წევრ სახელმწიფოებში წარმოებული სიგარეტიდან გამოფრქვეული ნივთიერებების დონეები („გამოფრქვეულ ნივთიერებათა მაქსიმალური დონეები“) არ უნდა აღემატებოდეს შემდეგს:
10 მგ. კუპრი ერთ ცალ სიგარეტზე;
1 მგ. ნიკოტინი ერთ ცალ სიგარეტზე;
10 მგ. კარბონის მონოქსიდი ერთ ცალ სიგარეტზე.
2. ევროკომისია უფლებამოსილია მიიღოს დელეგირებული აქტები 27-ე მუხლის შესაბამისად, რათა შეამციროს 1-ლი პუნქტით განსაზღვრული გამოფრქვეულ ნივთიერებათა მაქსიმალური დონეები იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია საერთაშორისო დონეზე შეთანხმებული სტანდარტების შესაბამისად.
3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ ევროკომისიას მათ მიერ დადგენილი სიგარეტიდან გამოფრქვეულ ნივთიერებათა მაქსიმალური დონეები, 1-ელ პუნქტში მითითებული გამოფრქვეულ ნივთიერებათა დონეების გარდა, და ასევე სიგარეტის გარდა თამბაქოს სხვა ნაწარმიდან გამოფრქვეულ ნივთიერებათა მაქსიმალური დონეები.
4. ევროკომისიამ უნდა მიიღოს დელეგირებული აქტები 27-ე მუხლის შესაბამისად, „თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციის“ მხარეების ან „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ მიერ შეთანხმებული სტანდარტების ევროკავშირის კანონმდებლობაში ინტეგრირების მიზნით სიგარეტიდან გამოფრქვეულ ნივთიერებათა, 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული გამოფრქვეული ნივთიერებების გარდა, და ასევე სიგარეტის გარდა თამბაქოს სხვა ნაწარმიდან გამოფრქვეულ ნივთიერებათა მაქსიმალურ დონეებთან დაკავშირები