წინამდებარე დირექტივის მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:
„თამბაქო“ ნიშნავს თამბაქოს მცენარის ფოთლებს და სხვა ბუნებრივ დამუშავებულ თუ დაუმუშავებელ ნაწილებს, მათ შორის, გაფართოებულ და აღდგენილ თუთუნს;
„საჩიბუხე თამბაქო“ ნიშნავს თამბაქოს, რომელიც შეიძლება მოხმარებულ იქნეს წვის პროცესის დროს და რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ჩიბუხში გამოყენებისთვის;
„შესახვევი თუთუნი“ ნიშნავს თამბაქოს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიგარეტის დასამზადებლად მომხმარებლების ან საცალო ვაჭრობის პუნქტების მიერ;
„თამბაქოს ნაწარმი“ ნიშნავს პროდუქტს, რომელიც შეიძლება მოხმარებულ იქნეს და რომელიც შედგება, თუნდაც ნაწილობრივ, გენეტიკურად მოდიფიცირებული ან არამოდიფიცირებული თამბაქოსგან;
„არმოსაწევი თამბაქოს ნაწარმი“ ნიშნავს თამბაქოს ნაწარმს, რომელიც არ არის განკუთვნილი მოსაწევად, მათ შორის, დასაღეჭი, შესასუნთქი და საწუწნი თამბაქო;
„დასაღეჭი თამბაქო“ ნიშნავს არმოსაწევ თამბაქოს ნაწარმს, რომელიც მხოლოდ დასაღეჭადაა განკუთვნილი;
„შესასუნთქი თამბაქო“ ნიშნავს არმოსაწევ თამბაქოს ნაწარმს, რომელიც შეიძლება მოხმარებული იქნეს ცხვირიდან შესუნთქვის გზით;
„საწუწნი თამბაქო“ ნიშნავს პერორალური მოხმარებისთვის განკუთვნილ ყველა თამბაქოს ნაწარმს იმ ნაწარმის გარდა, რომელიც განკუთვნილია შესასუნთქად ან დასაღეჭად, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ თამბაქოსგანაა დამზადებული ფხვნილის ან გრანულების სახით ან ამ ფორმათა ნებისმიერი კომბინაციით, კერძოდ, საწუწნი თამბაქო რომელიც წარმოდგენილია პორციული ერთჯერადი პაკეტების ან ფოროვანი მასალის პაკეტების სახით;
„მოსაწევი თამბაქოს ნაწარმი“ ნიშნავს თამბაქოს ნაწარმს, არმოსაწევრი თამბაქოს ნაწარმის გარდა;
„სიგარეტი“ ნიშნავს თამბაქოს გრაგნილს, რომლის მოხმარებაც ხდება წვის პროცესში და რომელიც დამატებით განმარტებულია საბჭოს დირექტივის 2011/64/EU მე-3(1) მუხლში14;
„სიგარა“ ნიშნავს თამბაქოს გრაგნილს, რომლის მოხმარებაც ხდება წვის პროცესში და რომელიც დამატებით განმარტებულია საბჭოს დირექტივის 2011/64/EU მე-4(1) მუხლში;
„სიგარილა“ ნიშნავს მომცრო სახეობის სიგარას, რომელიც დამატებით განმარტებულია საბჭოს დირექტივის 2007/74/EC მე-8(1) მუხლში15;
„ნარგილეს თამბაქო“ ნიშნავს თამბაქოს ნაწარმს, რომელიც შეიძლება მოხმარებულ იქნეს ნარგილეს მეშვეობით. წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის, ნარგილეს თამბაქო ითვლება მოსაწევ თამბაქოს ნაწარმად. თუ თამბაქოს ნაწარმის მოხმარება შესაძლებელია როგორც ნარგილეს მეშვეობით, ისე შესახვევი თუთუნის სახით, ის უნდა ჩაითვალოს შესახვევ თუთუნად;
„თამბაქოს ახალი ნაწარმი“ ნიშნავს თამბაქოს ნაწარმს, რომელიც:
არ განეკუთვნება არც ერთ შემდეგ კატეგორიას: სიგარეტი, შესახვევი თუთუნი, საჩიბუხე თამბაქო, ნარგილეს თამბაქო, სიგარა, სიგარილა, დასაღეჭი თამბაქო, შესასუნთქი თამბაქო ან საწუწნი თამბაქო; და
ბაზარზე განთავსებულია 2014 წლის 19 მაისის შემდეგ;
„მოსაწევი მცენარეული პროდუქტი“ ნიშნავს მცენარის, ბალახისა და ხილის ფუძეზე შექმნილ პროდუქტს, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს და რომელიც შეიძლება მოხმარებულ იქნეს წვის პროცესში;
„ელექტრონული სიგარეტი“ ნიშნავს თამბაქოს ნაწარმს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნიკოტინის შემცველი ორთქლის მოსახმარებლად მუნდშტუკის მეშვეობით, ან ამ ნაწარმის ნებისმიერ კომპონენტს, მათ შორის, კარტრიჯს, კაფსულას და მოწყობილობას კარტრიჯის ან კაფსულის გარეშე. ელექტრონული სიგარეტი შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი გამოყენების რეზერვუარის და კაფსულის მეშვეობით, ან დასამუხტი ერთჯერადი მოხმარების კარტრიჯებით;
„ელექტრონული სიგარეტის რეზერვუარი“ ნიშნავს რეზერვუარს, რომელიც შეიცავს ნიკოტინის შემცველ სითხეს და რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ელექტრონული სიგარეტის დასამუხტად;
„ინგრედიენტი“ ნიშნავს თამბაქოს, დანამატს, აგრეთვე, თამბაქოს ან თამბაქოს ნაწარმის მზა პროდუქტში არსებულ ნებისმიერ სხვა ნივთიერებას ან ელემენტს, მათ შორის, ქაღალდს, ფილტრს, მელანს, კაფსულებს და წებოვან ნივთიერებებს;
„ნიკოტინი“ ნიშნავს ნიკოტინის ალკალოიდებს;
“კუპრი“ ნიშნავს ნედლ, უწყლო კვამლის კონდენსატს, რომელიც არ შეიცავს ნიკოტინს;
„გამოფრქვეული ნივთიერებები“ ნიშნავს ნივთიერებებს, რომლებიც გამოიყოფა თამბაქოს ან თამბაქოს ნაწარმის დანიშნულებისამებრ მოხმარებისას, მაგალითად, კვამლში არსებულ ან იმ ნივთიერებებს, რომლებიც გამოიყოფა არმოსაწევი თამბაქოს ნაწარმის მოხმარების პროცესში;
„მაქსიმალური დონე“ ან „გამოფრქვეული ნივთიერებების მაქსიმალური დონე“ ნიშნავს თამბაქოს ნაწარმში ნივთიერების შემცველობის ან თამბაქოს ნაწარმიდან გამოყოფილი ნივთიერების მაქსიმალურ ოდენობას, მათ შორის, ნულოვან შემცველობას, რომელიც იზომება მილიგრამებში;
„დანამატი“ ნიშნავს თამბაქოს გარდა სხვა ნივთიერებას, რომელიც დამატებულია თამბაქოს ნაწარმში, კოლოფში ან ნებისმიერ სხვა გარე შეფუთვაში;
„არომატიზატორი“ ნიშნავს იმ დანამატს, რომელიც გამოსცემს სურნელს ან/და გემოს;
„დამახასიათებელი არომატი“ ნიშნავს მკაფიოდ შესამჩნევ სუნს ან გემოს, თამბაქოს სუნის ან გემოს გარდა, რომელიც წარმოიქმნება დანამატიდან ან დანამატების კომბინაციიდან, მათ შორის და არა მარტო: ხილი, სანელებლები, ბალახეულობა, ალკოჰოლი, შაქარყინული, მენთოლი ან ვანილი, რომელიც შესამჩნევია თამბაქოს პროდუქტის მოხმარებამდე ან მოხმარების დროს;
„შეჩვევა“ ნიშნავს ნივთიერების ფარმაკოლოგიურ პოტენციურ შესაძლებლობას გამოიწვიოს შეჩვევა, ანუ მდგომარეობას, რომელიც ზეგავლენას ახდენს ადამიანის უნარზე გააკონტროლოს თავისი ქცევა, როგორც წესი, კმაყოფილების გრძნობის წარმოქმნით ან თავის დანებების შედეგად წარმოქმნილი სიმპტომების მოხსნით ან ორივენაირად;
„ტოქსიკურობა“ ნიშნავს დონეს, რომელზეც ნივთიერებას შეუძლია გამოიწვიოს მავნე ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე, მათ შორის, დროთა განმავლობაში განვითარებული ზემოქმედება, როგორც წესი, განმერებითი ან უწყვეტი მოხმარების ან გავლენის შედეგად;
„გარემოებათა არსებითი ცვლილება“ ნიშნავს გაყიდვების მოცულობის გაზრდას პროდუქტის კატეგორიის მიხედვით მინიმუმ 10%-ით, მინიმუმ ხუთ წევრ სახელმწიფოში, მე-5(6) მუხლის მიხედვით წარმოდგენილი გაყიდვების შესახებ მონაცემების საფუძველზე, ან მოხმარების პრევალენტობის დონის გაზრდას 25 წელზე ნაკლები ასაკის მომხმარებელთა ასაკობრივ ჯგუფში მინიმუმ ხუთი პროცენტული პუნქტით, მინიმუმ ხუთ წევრ სახელმწიფოში, შესაბამისი პროდუქტის კატეგორიისთვის „ევრობარომეტრ“ 385-ის 2012 წლის მაისის სპეციალური ანგარიშის ან პრევალენტობის შესახებ ექვივალენტური კვლევების საფუძველზე; ნებისმიერ შემთხვევაში, ითვლება, რომ გარემოებათა არსებითი ცვლილება არ მომხდარა, თუ პროდუქტის კატეგორიის გაყიდვების მოცულობა საცალო დონეზე არ აღემატება ევროკავშირის დონეზე თამბაქოს ნაწარმის საერთო გაყიდვების 2.5%-ს;
„გარე შეფუთვა“ ნიშნავს ნებისმიერ შეფუთვას, რომლითაც თამბაქო ან თამბაქოს ნაწარმი განთავსებულია ბაზარზე და რომელიც მოიცავს კოლოფს ან კოლოფების შეკვრას; გამჭვირვალე შესახვევი მასალა არ ითვლება გარე შეფუთვად;
„კოლოფი“ ნიშნავს თამბაქოს ან თამბაქოს ნაწარმის ყველაზე მცირე ზომის ინდივიდუალურ შეფუთვას, რომელიც განთავსებულია ბაზარზე;
„ტომსიკი“ ნიშნავს შესახვევი თუთუნის კოლოფს მართკუთხედი შეკვრის ფორმით და გადმოსაკეცი საფარით, რომელიც ხურავს ღია ნაწილს, ან დასადგომი ტომსიკის ფორმით;
„სამედიცინო გაფრთხილება“ ნიშნავს გაფრთხილებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის პროდუქტის მავნე ზემოქმედების ან მისი მოხმარების სხვა არასასურველი შედეგების შესახებ, მათ შორის, ტექსტურ გაფრთხილებას, კომბინირებულ სამედიცინო გაფრთხილებას, ზოგად გაფრთხილებას და საინფორმაციო გზავნილს, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე დირექტივით;
„კომბინირებული სამედიცინო გაფრთხილება“ ნიშნავს სამედიცინო გაფრთხილებას, რომელიც შედგება ტექსტური გაფრთხილებისა და შესაბამისი სურათის ან ილუსტრაციის კომბინაციისგან, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე დირექტივით;
„ტრანსსასაზღვრო დისტანციური რეალიზაცია“ ნიშნავს პროდუქტის დისტანციურად მიყიდვას მომხმარებლისთვის, როდესაც მომხმარებლის მიერ პროდუქტის საცალო ვაჭრობის პუნქტში შეკვეთის მომენტში მომხმარებელი არ იმყოფება იმ წევრ სახელმწიფოში ან მესამე ქვეყანაში, სადაც ეს საცალო ვაჭრობის პუნქტია დაფუძნებული; საცალო ვაჭრობის პუნქტი ითვლება წევრ სახელმწიფოში დაფუძნებულად:
ფიზიკური პირის შემთხვევაში: თუ მისი საქმიანობის განხორციელების ადგილი მდებარეობს ამ წევრ სახელმწიფოში;
სხვა შემთხვევებში: თუ საცალო ვაჭრობის პუნქტის იურიდიული მისამართი, ცენტრალური ადმინისტრაცია ან საქმიანობის განხორციელების ადგილი, მათ შორის, ფილიალი, სააგენტო ან ნებისმიერი სხვა დაწესებულება, მდებარეობს ამ წევრ სახელმწიფოში;
„მომხმარებელი“ ნიშნავს ფიზიკურ პირს, რომლის ქმედება ემსახურება მიზნებს, რომლებიც არ არის კავშირში მის კომერციულ საქმიანობასთან, ბიზნესთან, ხელობასთან ან პროფესიასთან;
„ასაკის შემოწმების სისტემა“ ნიშნავს გამომთვლელ სისტემას, რომელიც ელექტრონული ფორმით ცალსახად ადასტურებს მომხმარებლის ასაკს შიდასახელმწიფოებრივი მოთხოვნების შესაბამისად;
„მწარმოებელი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც აწარმოებს პროდუქტს ან რომლისთვისაც იქმნება ან იწარმოება პროდუქტი, და რომელიც განათავსებს ამ პროდუქტს ბაზარზე თავისი სახელით ან სავაჭრო ნიშნით;
„თამბაქოს ან თამბაქოს ნაწარმის იმპორტი“ ნიშნავს აღნიშნული პროდუქტის შეტანას ევროკავშირის ტერიტორიაზე, გარდა იმ შემთხვევისა თუ ასეთი პროდუქტი არ დაექვემდებარება დროებითი საბაჟო შეჩერების პროცედურას ან ღონისძიებას მისი ევროკავშირში შეტანისას, აგრეთვე, ასეთ პროდუქტზე დროებითი საბაჟო შეჩერების პროცედურის ან ღონისძიების მოხსნას;
„თამბაქოს ან თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორი“ ნიშნავს ევროკავშირის ტერიტორიაზე შეტანილი თამბაქოს ან თამბაქოს ნაწარმის მეპატრონეს ან მათი განკარგვის უფლების მქონე პირს;
„ბაზარზე განთავსება“ ნიშნავს პროდუქტის წარმოების ადგილის მიუხედავად მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ევროკავშირში მყოფი მომხმარებლებისთვის, ანგარიშსწორებით ან მის გარეშე, მათ შორის, დისტანციური რეალიზაციის გზით; ტრანსსასაზღვრო დისტანციური რეალიზაციის შემთხვევაში, პროდუქტი ითვლება იმ წევრი სახელმწიფოს ბაზარზე განთავსებულად, სადაც იმყოფება მომხმარებელი;
„საცალო ვაჭრობის პუნქტი“ ნიშნავს ნებისმიერ სავაჭრო პუნქტს, სადაც თამბაქოს ნაწარმი განთავსდება ბაზარზე, მათ შორის, ფიზიკური პირის მიერ.
კარი II
თამბაქოს ნაწარმი
ინგრედიენტები და გამოფრქვეული ნივთიერებე