1. სიგარეტიდან კუპრის, ნიკოტინისა და კარბონის მონოქსიდის გაფრქვევები უნდა გაიზომოს კუპრის შემთხვევაში – ISO სტანდარტის 4387, ნიკოტინის შემთხვევაში – ISO სტანდარტის 10315, ხოლო კარბონის მონოქსიდის შემთხვევაში – ISO სტანდარტის 8454 საფუძველზე.
კუპრის, ნიკოტინისა და კარბონის მონოქსიდის გაზომვის სიზუსტე უნდა განისაზღვროს ISO სტანდარტის 8243 მიხედვით.
2. 1-ელ პუნქტში მითითებული გაზომვები უნდა გადამოწმდეს იმ ლაბორატორიების მიერ, რომლებიც აღიარებულია და რომელთა მონიტორინგსაც ახორციელებენ წევრ სახელმწიფოთა უფლებამოსილი ორგანოები.
ეს ლაბორატორიები არ უნდა იყოს თამბაქოს მრეწველობის პირდაპირი ან არაპირდაპირი საკუთრების ან კონტროლის ქვეშ.
წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გადაუგზავნონ ევროკომისიას აღიარებული ლაბორატორიების ნუსხა, აღიარებისთვის გამოყენებული კრიტერიუმებისა და გამოყენებული მონიტორინგის მეთოდების მითითებით, და უნდა განაახლონ აღნიშნული ნუსხა ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში. ევროკომისიამ უნდა გაასაჯაროოს აღიარებული ლაბორატორიების ნუსხები.
3. ევროკომისია უფლებამოსილია მიიღოს დელეგირებული აქტები 27-ე მუხლის შესაბამისად, რათა მოახდინოს კუპრის, ნიკოტინისა და კარბონის მონოქსიდის გაფრქვევების გაზომვის მეთოდების ადაპტირება, თუ ეს აუცილებელია სამეცნიერო და ტექნიკური თვალსაზრისით განვითარებული მოვლენებიდან ან საერთაშორისო დონეზე შეთანხმებული სტანდარტებიდან გამომდინარე.
4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ ევროკომისიას იმ გაზომვის მეთოდების შესახებ, რომლებსაც ისინი იყენებენ სიგარეტიდან გამოფრქვეულ ნივთიერებათა, მე-3 პუნქტში მითითებული გამოფრქვეული ნივთიერებების გარდა, და სიგარეტის გარდა თამბაქოს სხვა ნაწარმიდან გამოფრქვეულ ნივთიერებათა გასაზომად.
5. ევროკომისიამ უნდა მიიღოს დელეგირებული აქტები 27-ე მუხლის შესაბამისად, „თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციის“ მხარეების ან „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ მიერ შეთანხმებული სტანდარტების ევროკავშირის კანონმდებლობაში ინტეგრირების მიზნით.
6. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ დააკისრონ თანაზომიერი გადასახადები თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებს ამ მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებული გაზომვების გადამოწმებისთვი