1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ამ შეთანხმების დანართში (შემდგომში „შეთანხმებულ მომსახურებად“ წოდებული) აღნიშნული რეგულარული საერთაშორისო მიმოსვლის მარშრუტების განხორციელების მიზნით, ანიჭებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს.

2. წინამდებარე შეთანხმების დებულებებს დაქვემდებარებული თითოეული ავიასაწარმო, დადგენილ მარშრუტებზე სახელშეკრულებო საჰაერო ხაზის ექსპლუატაციისას, სარგებლობს შემდეგი უფლებებით:

a) ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებების მიერ ნებადართულ მარშრუტ(ებ)ზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაჯდომის გარეშე გადაფრენის უფლებით;

b) არაკომერციული მიზნით მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე პუნქტ(ებ)ში დაჯდომის უფლებით, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების თანხმობის შემთხვევაში;

c) ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განსაზღვრული მარშრუტების პუნქტ(ებ)ში დაჯდომის უფლებით, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიდან ან მისკენ მიმართულ საერთაშორისო მგზავრთა ჩასხდომისა და/ან გადმოსხდომის, ტვირთის, ფოსტის ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის მიზნით.

3. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ მესამე ქვეყნიდან/ში მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის პუნქტ(ებ)ში მიმავალი საერთაშორისო მგზავრთა ჩასხდომისა და გადმოსხდომის უფლება უნდა შეთანხმდეს ორი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს შორი