1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს აქვს უფლება, მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასწარამო(ებ)ს გაუუქმოს ან შეუჩეროს საექსპლუატაციო უფლებამოსილება ან წაუყენოს ისეთი პირობები, რასაც აღნიშნული ავიასაწარმოს მიერ ამ შეთანხმების მე-2 მუხლით ( უფლებების მინიჭება) განსაზღვრული უფლებების განსახორციელებლად იგი ჩათვლის საჭიროდ, შემდეგ შემთხვევებში:

a) თუ ეს ხელშემკვრელი მხარე არ არის დარწმუნებული, რომ დანიშნული ავიასაწარმოს უპირატესი მფლობელობა და მასზე რეალური კონტროლი ამ ავიასწარამოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის ან მისი მოქალაქეების ხელშია; ან

b) როცა ეს ავიასაწარმო არ ასრულებს ამ შეთანხმების მე-5 მუხლში განსაზღვრულ პირველი ხელშემკვრელი მხარის კანონებსა და წესებს; ან

c) როცა ეს დანიშნული ავიასაწარმო ვერ ახორციელებს ექსპლუატაციას ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

2. თუ ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული ექსპლუატაციის ნებართვის გაუქმება, შეჩერება ან პირობების დაწესება დაუყოვნებლივ არ არის საჭირო ამ დანიშნული ავიასაწარმოს მიერ კანონებისა და წესების შემდგომი დარღვევის თავიდან ასაცილებლად, მაშინ ამ უფლებით სარგებლობა ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ მხარესთან კონსულტაციების გამართვის შემდე