1. ერთი ხელშემკვრელი მხარე აღიარებს ფრენის ვარგისობის სერტიფიკატებს, კვალიფიკაციის სერტიფიკატებს და ლიცენზიებს, რომელიც გაცემულია ან აღიარებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული მომსახურების ექსპლუატაციის მიზნით იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი სერტიფიკატებისა და ლიცენზიების სტანდარტები შეესაბამება ან აღემატება ჩიკაგოს კონვენციის შესაბამისად ჩამოყალიბებულ მინიმალურ სტანდარტებს.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას არ სცნოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ, ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადაფრენის მიზნით, მის მოქალაქეებზე გაცემული დაშვების მოწმობები და ლიცენზიებ