ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელი მხარეების მიერ დიპლომატიური ნოტების გაცვლის დღიდან, რომლითაც ისინი ადასტურებენ თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულებას;

რის დასტურადაც ქვემორე ხელმომწერებმა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.

შესრულებულია ქ. თბილისში, 2011 წლის 10 ივნისს, დედნად ქართულ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ტექსტების განსხვავებული განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის

სახელით
(ხელმოწერილია)

ჩინეთის სახალხო

რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

დანართი

მარშრუტების განაწესი

1. მარშრუტები, რომელზედაც საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები განახორციელებენ საჰაერო მიმოსვლას ორივე მიმართულებით უნდა იყოს შემდეგი:

საწყისი პუნქტი: ნებისმიერი პუნქტი საქართველოში

შუალედური პუნქტი: ნებისმიერი პუნქტი

დანიშნულების პუნქტი: ნებისმიერი პუნქტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

პუნქტები საზღვრებს გარეთ: ნებისმიერი პუნქტი

2. მარშრუტები, რომელზედაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები განახორციელებენ საჰაერო მიმოსვლას ორივე მიმართულებით უნდა იყოს შემდეგი:

საწყისი პუნქტი: ნებისმიერი პუნქტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

შუალედური პუნქტი: ნებისმიერი პუნქტი

დანიშნულების პუნქტი: ნებისმიერი პუნქტი საქართველოში

პუნქტები საზღვრებს გარეთ: ნებისმიერი პუნქტი

შენიშვნა:

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს(ებს) შეუძლია გამოტოვოს ნებისმიერი ან ყველა რეისი, დაწესებულ მარშრუტებზე ნებისმიერი პუნქტი და შეიძლება მოემსახუროს მათ ნებისმიერ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ შეთანხმებული მიმოსვლა იწყება და მთავრდება ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე

2. ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები) უფლებამოსილია დაწესებულ მარშრუტებზე შეუზღუდავად განახორციელოს ჰაერის მესამე და მეოთხე თავისუფლების უფლებები და შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს ტევადობა და ფრენის სიხშირეები შეთანხმებული მომსახურების დაწესებულ მარშრუტებზე.

3. ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს(ების) მიერ ჰაერის მეხუთე თავისუფლების გამოყენების უფლება ზემოაღნიშნულ მარშრუტებზე უნდა შეთანხმდეს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს შორის.

4. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია შეთანხმებული მიმოსვლების ექსპლუატაცია თავიანთი საკუთარი საჰაერო ხომალდის გამოყენებით, ლიზინგით აყვანილი საჰაერო ხომალდების გამოყენებით ან სხვა კომპანიების საჰაერო ხომალდისა და ეკიპაჟის გამოყენებით იმ პირობით, რომ:

a. ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდი და ეკიპაჟი შეესაბამება ორივე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნებს;

b. როდესაც საჰაერო ხომალდი აყვანილია ლიზინგით მესამე ქვეყნის ავიასაწარმოსგან, მხოლოდ დამქირავებელი ავიასაწარმო იქნება უფლებამოსილი შეასრულოს მიმოსვლის უფლებები შეთავაზებულ მარშრუტებზე; და

c. მესამე ქვეყნიდან ლიზინგით აყვანილი საჰაერო ხომალდი დაშვებულ იქნება არაუმეტეს ორი წლის ხანგრძლივობით, დროებით საფუძველზე, და შესაბამისმა დანიშნულმა ავიასაწარმომ(ებმა) განაცხადის წარდგენამდე უნდა წარუდგინოს ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ ხელისუფლებებს, მოთხოვნისამებრ, პასუხისმგებლობები, დაზღვევა და სხვა შესაბამისი დოკუმენტებ