1. ღუმლების წყლით გაცივების ელემენტები მათი ადგილზე დაყენების წინ უნდა გამოიცადოს ჰიდრავლიკურად.

2. ღუმლის ელემენტების წყლით გაცივება უნდა წარმოებდეს ჩაკეტილი ციკლით. მაცივებელი წყალი უნდა იყოს მარილებისა და შეტივტივებული ნაწილაკებისაგან გაწმენდილი.

3. ღუმლის გასაცივებლად შემომავალი წყლის წნევის კონტროლისათვის მიმყვან მილსადენზე დაყენებული უნდა იყოს მანომეტრი. გამომავალი წყლის კოლექტორების წყალგადასაშვები ძაბრების მოწყობა და განლაგება უნდა უზრუნველყოფდეს წყლის გამოსვლისა და მისი ტემპერატურის მუდმივი მეთვალყურეობისა და კონტროლის შესაძლებლობას.

4. წყლის მაცივებელი ელემენტებიდან გამომავალი წყლის ტემპერატურა უნდა იყოს ნაკლები დროებითი სიხისტის ნალექების გამოყოფის ტემპერატურაზე, რაც რეგლამენტირებული უნდა იყოს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ტექნოლოგიური ინსტრუქციით. ღუმელზე დაყენებული უნდა იყოს ხელსაწყოები გამომავალი წყლის ტემპერატურის გასაზომად.

5. ღუმლის გაცივების ბინარული ხერხის გამოყენებისას უნდა ხორციელდებოდეს წყლის ტემპერატურის კონტროლი არაგამდინარე კონტურში. ამასთან, გამომავალი წყლის ტემპერატურის კონტროლი აუცილებელი არ არის.

6. წყლით გაცივების სისტემის წყლის მიმყვანი და გამომყვანი მილსადენები უნდა იყოს ნიშანდებული გაცივებადი დეტალების და კვანძების მიხედვით.

7. წყლით გაცივების სისტემის შლანგები უნდა იყოს დაცული მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისაგან.

8. სისტემაში ან ცალკეულ კვანძებსა და დეტალებში წყლის ცირკულაციის შეწყვეტის შემთხვევაში ღუმელი დაუყოვნებლივ უნდა გამოირთოს და მიღებულ იქნეს ზომები წყლის ცირკულაციის აღსადგენად.

9. წყლით გაცივების სისტემიდან წყლის ჟონვისას ღუმლის მუშაობა აკრძალულია. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XX თავის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებ