1. აგრეგატებისა და მოწყობილობის უსაფრთხო მუშაობის, აგრეთვე, მათ უშუალოდ მმართველ და შემკეთებელ პერსონალს შორის შეთანხმებულობის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უნდა იყოს საჭდეო სისტემა.
2. საწარმოს, საამქროს ადმინისტრაცია ვალდებულია შეადგინოს იმ აგრეგატებისა და მოწყობილობის ნუსხა, რომელთა რემონტისა და მომსახურების დროს გამოყენებული უნდა იქნეს საჭდეო სისტემა. ყოველ საწარმოში უნდა დამუშავდეს და ხელმძღვანელის მიერ დამტკიცდეს საჭდეო სისტემის გამოყენების ინსტრუქცია.
3. გასაღები (საჭდე) უნდა იყოს მართვის წრედის შემადგენელი ნაწილი. ახალი მოწყობილობის დაპროექტებისას მართვის სქემაში გათვალისწინებული უნდა იყოს საჭდე.
კარი II.
ტექნოლოგია
ზოგადი მოთხოვნები ტექნოლოგიის მიმარ