1. ფეროშენადნობთა საწარმოებში სამუშაოების ტექნიკურ ხელმძღვანელებად დაიშვებიან პირები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი ტექნიკური ან საშუალო სპეციალური განათლება, ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაიარეს სწავლება.
2. ტექნიკურ ხელმძღვანელებს და სპეციალისტებს უნდა შეეძლოთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით სარგებლობა და ფლობდნენ პირველადი სამედიცინო დახმარების ხერხებს.
3. საწარმოებისა და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებმა და სპეციალისტებმა, რომლებიც დასაქმებულნი არიან ფეროშენადნობთა საწარმოების დაპროექტებით, მშენებლობით, ექსპლუატაციით, ტექნიკური ზედამხედველობით, მოწყობილობის გამართვითა და გამოცდით, აგრეთვე, კადრების მომზადებით, უნდა გაიარონ „წესებისა“ და სხვა ნორმატიული აქტების ცოდნის შემოწმება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. «წესებისა“ და სხვა ნორმატიული აქტების ცოდნის პერიოდული შემოწმება ტარდება 3 წელიწადში ერთხელ მაინც.
5. ხელმძღვანელები და სპეციალისტები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ჩაჩქნით, სპეცტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ხელთათმანებით და სხვა დამცავი საშუალებებით.
6. ხელმძღვანელებს და სპეციალისტებს უნდა ჰქონდეთ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციები
,,ფეროშენადნობთა წარმოების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 3. ხელმძღვანელები და სპეციალისტები
თავი II — პერსონალი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 4. მუშები
- მუხლი 6. საწარმო, საამქრო
- მუხლი 7. საჭდეო სისტემა
- მუხლი 8. სამუშაო უბნები მოწყობილობასთან
- მუხლი 10. სამსხმელოჭურჭლიანი ურიკები
- მუხლი 11. საკაზმე მასალების გადმოტვირთვა და შენახვა
- მუხლი 12. საკაზმე მასალების შიგასაამქრო ტრანსპორტირება
- მუხლი 13. საკაზმე მასალების მომზადება
- მუხლი 14. ზოგადი მოთხოვნები ელექტროთერმული წარმოების მიმართ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ფეროშენადნობთა წარმოების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 3, №1-1/58, 16.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.22.024.011.432 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/75826/muxli-3/