1. ფეროშენადნობთა წარმოების ყველა მოწყობილობა და ნაგებობა შესრულებული უნდა იყოს პროექტის მიხედვით. პროექტი უნდა უპასუხებდეს მოქმედ ნორმებს და «წესებს“, შეიცავდეს ტექნოლოგიური პარამეტრების კონტროლის საშუალებების ნუსხას.
2. საწარმოს ტერიტორიაზე 1520 მმ-იანი ლიანდის მქონე რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის დაშორება ნაგებობიდან უნდა იყოს 2 მ მაინც.
3. მშენებარე საწარმოებში (საამქროებში) საქვეითო გზების გადაკვეთა ლიანდაგთან მოწყობილი უნდა იყოს სხვადასხვა დონეზე (გვირაბებით, გადასასვლელი ხიდებით). რკინიგზებისა და საავტომობილო გზების გადაკვეთის ადგილებზე მოწყობილი უნდა იყოს სარკინიგზო გადასავალი.
4. მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფ ფეროშენადნობთა საწარმოებში საკაზმე მასალების საწყობი, მასალების გამოწვის განყოფილება, მზა პროდუქციის საწყობი, წიდის გადასამუშავებელი უბანი განლაგებული უნდა იყოს ნაკადურად, ცალ-ცალკე შენობაში.
5. დასაპროექტებელ სადნობ საამქროებში საღუმლე მალის ზედა მოედნის 15 მ ნიშნულზე და მეტ სიმაღლეზე განლაგებისას მოწყობილი უნდა იქნეს სამგზავრო ლიფტები.
6. საწარმოო შენობების სახურავებზე დაუშვებელია მტვრის, თოვლისა და ყინულის დაგროვება, მასალებისა და მოწყობილობის დალაგება. სადნობი საამქროების სახურავების გაწმენდა უნდა ხდებოდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით. სახურავზე ასასვლელად მოწყობილი უნდა იყოს მარშიანი გარე კიბეები. სახურავებისა და ფანჯრების ღიობების კონსტრუქცია იმ საწარმოო შენობებში, რომლებშიც ხდება ფეროშენადნობთა დაფქვა და მსხვრევა, საიმედოდ უნდა იცავდეს პროდუქციას სინესტის მოხვედრისაგან.
7. ფეროშენადნობთა საწარმოში დაცული უნდა იყოს «წესების“ XVIII, XXII თავების, XXVI თავის 79-ე მუხლისა და XXVII თავის 88-ე მუხლის მოთხოვნები