1. „ფეროშენადნობთა წარმოების უსაფრთხოების წესები“ (შემდგომ – წესები) დამუშავებულია საქართველოს კანონის „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“, 2005 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მთავრობის №227 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის (შემდგომ – ტექზედამხედველობა) დებულების, მოქმედი ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. „წესები“ ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა ყველა საწარმოსათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აპროექტებს, აშენებს, არემონტებს და ექსპლუატაციას უწევს ფეროშენადნობთა საწარმოებს