ა) ფეროშენადნობი – რკინისა და სხვა ელემენტის ან ელემენტების (მანგანუმი, სილიციუმი, ქრომი, ტიტანი და სხვ.) შენადნობი, რომელიც გამოიყენება ფოლადის განჟანგვისა და ლეგირებისათვის;
ბ) ფეროშენადნობთა საწარმო – საწარმო, სადაც მიმდინარეობს ტექნოლოგიური პროცესები ფეროშენადნობთა მისაღებად;
გ) წიდა – ოქსიდების ნადნობი, რომელიც ფარავს თხევადი ლითონის ზედაპირს და გამყარების შემდეგ ქვისებრი ან მინისებრია;
დ) კაზმი – მეტალურგიულ ღუმელსა და სხვა აგრეგატებში ჩასატვირთი მასალების ნარევი მოცემული ქიმიური შემადგენლობისა და თვისებების მქონე საბოლოო პროდუქტების (მაგ. ლითონის) მისაღებად;
ე) ელექტროთერმული მეტალურგიული წარმოება – ლითონების და მათი შენადნობების მიღების პროცესი, რომლის დროს მასალების გახურება წარმოებს ელექტროდენის საშუალებით;
ვ) ლითონის აღდგენა – პროცესი, რომლის დროსაც ხდება ლითონის მიღება მისი ნაერთებიდან;
ზ) მადანაღმდგენი ღუმელი – რკალური ელექტროღუმელი აღმდგენი პროცესის წარმოებისათვის, რომელიც გამოიყენება ოქსიდებიდან ლითონების მისაღებად;
თ) რკალური ღუმელი – ელექტროღუმელი, რომლის გახურება ხდება გრაფიტის ან ნახშირის ელექტროდებს, ან ელექტროდებსა და გამდნარ ლითონს შორის წარმოქმნილი ელექტრორკალის სითბოთი;
ი) ელექტროდი – ელექტრული დენის ღუმლის მუშა სივრცეში მიმყვანი ელექტროგამტარი. გამოიყენება სამი სახის ელექტროდი: ა) ნახშირის; ბ) გრაფიტირებული; გ) თვითშეცხობადი;
კ) ინდუქციური ღუმელი – ელექტროღუმელი, რომელშიც ლითონის გახურება ხდება ელექტრომაგნიტური ინდუქციის შედეგად მასში წარმოქმნილი დენით;
ლ) მოკლე ქსელი – მადანაღმდგენი ღუმლის დენსადენის ნაწილი ტრანსფორმატორიდან კაზმის დონემდე;
მ) ჰიდრომეტალურგია – ლითონების ამოღება მადნების, კონცენტრატებისა და სხვადასხვა წარმოების ნარჩენებიდან ქიმიური რეაგენტების წყალხსნარების საშუალებით წყალხსნარებიდან ლითონების შემდგომი გამოყოფით;
ნ) გრანულაცია – გარკვეული ზომისა და ფორმის მყარი ნაწილების (გრანულების) ფორმირება;
ო) პიროფორული ლითონი – ლითონი, რომელსაც წვრილად დამსხვრეულ მდგომარეობაში ჰაერზე თვითაალების უნარი აქვს;
პ) კონვერტერი – აპარატი, რომელშიც ლითონის მისაღებად გამოიყენება ნადნობის გაქრევა (შებერვა) ატმოსფერული ან ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერით;
ჟ) ლითონთერმული პროცესი – ფეროშენადნობის მიღება, რომლის დროსაც აღმდგენად გამოიყენება ალუმინი ან ფეროსილიციუმის, სილიკომანგანუმის, სილიკოქრომის სილიციუმი;
რ) სპეციალიზებული ორგანიზაცია – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს მეტალურგიული საწარმოების დაპროექტებას, მშენებლობას, გამართვას.
თავი II
პერსონალ
,,ფეროშენადნობთა წარმოების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
თავი I — რეგულირების სფერო და ტერმინთა განმარტება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 3. ხელმძღვანელები და სპეციალისტები
- მუხლი 4. მუშები
- მუხლი 6. საწარმო, საამქრო
- მუხლი 7. საჭდეო სისტემა
- მუხლი 8. სამუშაო უბნები მოწყობილობასთან
- მუხლი 10. სამსხმელოჭურჭლიანი ურიკები
- მუხლი 11. საკაზმე მასალების გადმოტვირთვა და შენახვა
- მუხლი 12. საკაზმე მასალების შიგასაამქრო ტრანსპორტირება
- მუხლი 13. საკაზმე მასალების მომზადება
- მუხლი 14. ზოგადი მოთხოვნები ელექტროთერმული წარმოების მიმართ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ფეროშენადნობთა წარმოების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 2, №1-1/58, 16.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.22.024.011.432 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/75826/muxli-2/