1. ფეროსილიციუმისა და ფეროსილიკოქრომის საგრანულაციო დანადგარი უნდა იყოს აღჭურვილი გადამყირავებელი მოწყობილობით ციცხვიდან ტუჩის გავლით ლითონის ჩამოსასხმელად. გადამყირავებელ მოწყობილობას უნდა ჰქონდეს ციცხვის დახრის შემზღუდველი. ამასთან, დაცული უნდა იყოს «წესების“ XIX თავის მე-60 მუხლის მოთხოვნები.
2. გადასამუშავებელი სილიკომანგანუმისა და ნახშირბადიანი ფეროქრომის, 45 %-იანი ფეროსილიციუმის გრანულაცია დასაშვებია ელექტროხიდური ამწის მეშვეობით მიმღების გავლით. ციცხვის ტუჩიდან ფეროქრომის გადასხმა მიმღებში დასაშვებია საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ტექნოლოგიური ინსტრუქციით. ფეროქრომის მიმღებს გადავსების შემთხვევაში უნდა ჰქონდეს დამატებითი გადასასვლელი ღარი ნადნობის სპეციალურ ჭურჭელში ასარინებლად.
3. მომსახურების უსაფრთხოებისა და მოხერხებულობისათვის საგრანულაციო დანადგარს უნდა ჰქონდეს მოაჯირიანი ბაქანი.
4. საგრანულაციო დანადგარის მართვის პულტის განლაგების ადგილი უნდა უზრუნველყოფდეს სამუშაო ზონის (ციცხვი, მიმღები, ფრქვევანები, წყლისა და ლითონის მიწოდების მოწყობილობა) კარგ ხილვადობას და მომსახურების უსაფრთხოება