1. ფეროშენადნობთა სამსხვრევად ჩატვირთვა უნდა იყოს მექანიზებული.
2. სამსხვრეველას ხახას ან ჩასატვირთ ღიობს ფეროშენადნობთა მსხვრევისას უნდა ჰქონდეს საფარი ლითონის ნატეხების გამოტყორცნის თავიდან ასაცილებლად.
3. სამსხვრეველას ბუნკერი უნდა იყოს დახურული გისოსით, რომლის უჯრედის ზომა არ უნდა აღემატებოდეს სამსხვრეველას ხახის ან ჩასატვირთი ღიობის ზომას. თუ გისოსის უჯრედის ზომა 300 მმ-ს აღემატება, მაშინ ბუნკერის ღიობი შემოღობილი უნდა იყოს მოაჯირით ან სამოსამსახურეო ბაქანი განლაგებული უნდა იყოს ბუნკერის თავზე 1,1 მ-ით დაბლა.
4. დამსხვრეული მასალის გასაცემად სამსხვრეველასთან მოწყობილი თანაორმო აღჭურვილი უნდა იყოს კიბით. თანაორმოში ხოკერების ჩაშვება და ამოღება მასში ხალხის ყოფნისას აკრძალულია. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XXI თავის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.
5. ფეროშენადნობთა წარმოების პროდუქტების მსხვრევისას დაცული უნდა იყოს «წესების“ XXVII თავის 91-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები.
6. სამსხვრეველას ჩამტვირთავი ბაქნის ღარებსა და მიმღებ კონუსში ნესტის არსებობისას აკრძალულია კალციუმის კარბიდის მსხვრევ