1. საწყობში ლითონიანი ხოკერების სიმაღლეზე დაწყობა უნდა წარმოებდეს ერთ რიგად. გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია ორ რიგად დაწყობაც მხოლოდ იმ პირობით, თუ უზრუნველყოფილია ხოკერების მდგომარეობის მდგრადობა და მათი ჩაბმისა და გადაადგილების სამუშაოების უსაფრთხოება.
2. ლითონიანი ყუთების სიმაღლეზე დაწყობა უნდა წარმოებდეს არა უმეტეს ოთხ რიგად, ხოლო ლითონიანი დოლებისა – არა უმეტეს ორ რიგად.
3. ტარაში ჩატვირთული პროდუქციის შტაბელებს შორის უნდა იყოს სულ მცირე 1 მ სიგანის გასასვლელები.
4. კალციუმის კარბიდისგან დაცლილი ცარიელი დოლები კარგად უნდა გასუფთავდეს მტვრისაგან და ინახებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. ამასთან, დაცული უნდა იყოს «წესების“ XXVII თავის 92-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებ