1. თვითშლადი წიდები საამქროდან გატანილი უნდა იქნეს ცხელ მდგომარეობაში (მათ დაშლამდე).

2. სადნობ საამქროებში წიდამზიდების დასაყენებელი ლიანდაგები, ცხელი წიდის მისაღებად განკუთვნილი საწიდე ციცხვები და დუმპკარები უნდა იყოს მშრალი, თოვლისა და ყინულისაგან გაწმენდილი.

3. წიდის ციცხვების გადამყირავებლის მართვა უნდა იყოს დისტანციური. წიდამზიდების ელექტროკვება უნდა განხორციელდეს კაბელით, შემაერთებლი ქუროს საშუალებით. კაბელი ისე უნდა იქნეს გაყვანილი, რომ გამოირიცხოს მასზე ცხელი წიდის მოხვედრა.

4. წიდის ციცხვები მათი წიდამზიდზე დადგმისას უნდა დამაგრდეს ყველა საბჯენით.

5. წიდის ციცხვების კირის ხსნარით შესხურება და ხსნარის დამზადება უნდა იყოს მთლიანად მექანიზებული. ეს ოპერაციები უნდა წარმოებდეს სპეციალურ დანადგარებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების უსაფრთხოება