1. კონვერტერზე გათვალისწინებული უნდა იყოს ბლოკირება, რომელიც გამორიცხავს კონვერტერის დახრილ მდგომარეობაში ქშინის ჩაშვებას.
2. კონვერტერზე ავტომატური ბლოკირება უნდა უზრუნველყოფდეს ქშინის ავარიულ ამოწევას და ჟანგბადის მიწოდების შეჩერებას, გამომავალი წყლის წნევის, ხარჯისა და ტემპერატურის იმ სიდიდეებიდან გადახრისას, რომლებიც საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ტექნოლოგიური ინსტრუქციით არის გათვალისწინებული.
3. ნადნობთა შერევის მეთოდით ფეროშენადნობთა წარმოებისას შერევის კვანძის სასწორი აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური სიგნალიზაციით, რომელიც ამოქმედდება აღმდგენის ჩასხმის დამთავრებისას.
4. ჰიდრომეტალურგიულ და ელექტროჰიდრომეტალურგიულ წარმოებებში აგრესიული სითხეებისათვის განკუთვნილ ტევადურ აპარატურაში ზედა დონის დასაშვებზე მეტად აწევისას, ავტომატურად უნდა შეწყდეს სითხის მიწოდება