1. საკაზმე მასალების მადოზირებელი ურიკა (ვაგონეტი) ან მისი ლიანდაგისა და მომუშავეთა სამოძრაო გზის გადაკვეთის ადგილი აღჭურვილი უნდა იყოს შუქურხმოვანი სიგნალიზაციით.
2. ღუმლების მომსახურების ყველა მოედანზე უნდა იყოს შუქური სიგნალიზაცია, რომელიც აფრთხილებს მომსახურე პერსონალს, რომ ღუმელი ძაბვის ქვეშაა.
3. აირგამწმენდი დანადგარებით აღჭურვილი დახურული ღუმლის მართვის პულტი დაკავშირებული უნდა იყოს ცენტრალურ სადისპეტჩერო პუნქტთან პირდაპირი სატელეფონო ან ხმამაღლამოლაპარაკე კავშირით.
4. კაზმის ჩამტვირთავი მანქანის ტროლეის უნდა ჰქონდეს შუქური სიგნალიზაცია, რომელიც უჩვენებს მასზე ძაბვის არსებობას.
5. ჩამტვირთავი მანქანები აღჭურვილი უნდა იყოს მაფრთხილებელი ხმოვანი სიგნალიზაციით.
6. დახურული და ჰერმეტული მადანაღმდგენი ღუმლების ფეროშენადნობთა აირებში წყალბადის შემცველობის კონტროლისათვის დაყენებული უნდა იყოს თვითჩამწერი ხელსაწყოები შუქურხმოვანი სიგნალიზაციით.
7. მადანაღმდგენი ღუმლის ქურის კრიჭის გასაწვავ აპარატს უნდა ჰქონდეს მაჩვენებელი სასიგნალო ნათურა.
8. მადანაღმდგენი ღუმლის ჩართვის წინ ყველა მოედანზე მომუშავენი გაფრთხილებულნი უნდა იქნენ ხმოვანი სიგნალით და გაყვანილნი ღუმლიდან უსაფრთხო მანძილზე.
9. მადანაღმდგენი დახურული და ჰერმეტული ღუმლების აირსარინი ტრაქტები აღჭურვილი უნდა იყოს სწრაფმოქმედი კონტროლის ხელსაწყოებით გამავალ აირებში წყალბადისა და ჟანგბადის შემცველობის განსაზღვრისათვის ამ მონაცემების აირწმენდის ან ღუმლის მართვის ფარზე რეგისტრაციით