1. ფეროშენადნობთა საწარმოების დაპროექტების, მშენებლობისა და რეკონსტრუქციისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს წარმოქმნილი წიდების სრული გადამუშავება.

2. მშენებარე და რეკონსტრუირებად საამქროებში წიდების გადამუშავება უნდა იყოს ორგანიზებული ცალკე შენობაში ან სათავსში. მოქმედ საწარმოებში წიდის ცალკე გადასამუშავებელი საამქროს ან უბნის უქონლობის შემთხვევაში წიდის გასაცივებელი და გადასატვირთი ადგილი მაქსიმალურად უნდა იყოს მოცილებული ღუმლიდან.

3. საამქროებში გათვალისწინებული უნდა იყოს ღონისძიებები გამდნარ წიდაზე წყლის მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, რომლებიც შეტანილი უნდა იყოს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებულ ინსტრუქციაში.

4. ფეროშენადნობების წიდის ქვეშ ჩამოსხმისას ლითონის ზოდების და წიდის განცალკევება სადნობ კორპუსში ჰერმეტული დანადგარის უქონლობისას უნდა იყოს ორგანიზებული საამქროს გარეთ.

5. მტვრისა და დაფანტული წიდის აღება უნდა იყოს მექანიზებული. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XXVI თავის 87-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები.

6. მშენებარე საამქროებში ლითონის ჯართის აწმენდა მიმღები ბუნკერების ცეცხლრიკებიან გისოსებზე უნდა იყოს მექანიზებული.

7. დაუშვებელია ცეცხლრიკებიან გისოსზე ისეთი წიდის გადმოყრა, რომელშიც შეიძლება იყოს მისი გაუმყარებელი (თხევადი) ნაწილი. წიდის გადმოყრის დრო მისი გამოშვების ან ჩამოსხმის შემდეგ და შეტკეპნილი წიდისაგან ბუნკერის გასუფთავების სამუშაოების წარმოების წესი გათვალისწინებული უნდა იყოს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციით.

8. წიდის საცივებელი მალი აღჭურვილი უნდა იყოს სტენდებით წიდის ციცხვების დასადგმელად.

9. ბოყვებში წიდის ქვეშ ჩამოსხმული ნადნობი ცეცხლრიკებიან გისოსებზე შეიძლება გადაყირავდეს მხოლოდ მისი მთლიანი გამყარების შემდეგ. ცეცხლრიკებიანი გისოსებიდან ლითონის ზოდების აღება და მიტანა სარკინიგზო ბაქანზე დასაშვებია მხოლოდ წიდის სრული დაშლის შემდეგ.

10. საჰაერო სეპარატორის ღრუს გაწმენდა გაქვავებული წიდისგან უნდა ხდებოდეს განწესდაშვებით. პირები, რომლებიც სამუშაოს ასრულებენ სეპარატორში, უნდა სარგებლობდნენ დამცავი საშუალებებით (თოკებიანი ქამრები, დამცავი სათვალეები, რესპირატორები, კიბე) და არა უმეტეს 12 ვ ძაბვის განათებით. სეპარატორში მომუშავეებზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მუდმივი მეთვალყურეობა სულ ცოტა ორი პირის მიერ.

11. წიდისა და ლითონის გადმოტვირთვა მაგნიტური სეპარატორის განყოფილების ბუნკერებიდან, სეპარირებული წიდის ჩატვირთვა ვაგონებში და მისი ტარაში შეფუთვა უნდა იყოს მექანიზებულ