1. ფეროშენადნობთა წიდების გრანულაცია შეიძლება წარმოებდეს წყლით, შეკუმშული ჰაერით ან წყლითა და შეკუმშული ჰაერით ერთდროულად.

2. საგრანულაციო დანადგარის მუშაობის რეჟიმი და ძირითადი ტექნოლოგიური პარამეტრები (წყლის და ჰაერის წნევა და ხარჯი, საგრანულაციო აუზის სიღრმე და სხვ.) განისაზღვრება
„წესების“ მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული პროექტით და იგი შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ საპროექტო ორგანიზაციასთან შეთანხმებით. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XXI თავის 68-ე მუხლის მე-3 პუნქტის და XXVI თავის 87-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.

3. ციცხვების გადაყირავების მართვა გრანულაციის ნებისმიერი მეთოდის დროს უნდა იყოს დისტანციური. საგრანულაციო დანადგარის მართვის პულტი დაშორებული უნდა იყოს წიდის ჩამოსხმის ადგილიდან სულ მცირე 10 მ-ით. საგრანულაციო დანადგარის პულტი უნდა იყოს ცეცხლგამძლე და დაცული ორთქლისა და წიდის შხეფებისაგან.

4. წიდის გრანულაციის დროს ადამიანების ყოფნა და ტვირთამწეების განლაგება, აგრეთვე რკინიგზის სამანევრო სამუშაოების ჩატარება დანადგარის სიახლოვეს აკრძალულია.

5. გრანულაციის წინ ციცხვში ქერქის გახვრეტა უნდა იყოს მექანიზებული.

6. გრანულირებული წიდის სატვირთავი ლიანდაგები აღჭურვილი უნდა იყოს ღარებით, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ წყლის ჩადინება და გაბნეული წიდის საგრანულაციო ავზში ან ჩასადინებელ თხრილში უკან დაბრუნება.

7. თიხამიწოვანი და ნახშირბადოვანი ქრომის ნახევარპროდუქტის პნევმოსაფრქვევით გრანულაციის დროს საგრანულაციო კამერისაკენ გამოტყორცნილი გრანულების გასაცივებლად მათზე მიმართულ უნდა იქნეს გაფრქვეული წყლის ჭავლი შენადნობის გამბერი ფრქვევანიდან სულ მცირე 0,5 მ-ის დაშორებით. წყლის ფრქვევანაზე წყლის მიწოდება უნდა შეწყდეს ჰაერის წნევის დასაშვებზე მეტად შემცირების შემთხვევაში. დაუშვებელია წყლის ბურუსის მიწოდება დახურულ ან შეზღუდული მოცულობის რეზერვუარებში (ჰაერსატარები, ავზები, დახურული კამერები და ა.შ.) ნადნობის პნევმოგრანულაციის დროს მათში გამწოვი ვენტილაციის უქონლობის შემთხვევაში. დაცული უნდა იყოს
„წესების“ XXVI თავის 87-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.

კარი III

დაცვები, ბლოკირებები, სიგნალიზაცია, კავშირი, შემოღობვები

თავი XVIIIზოგადი მოთხოვნები დაცვების, ბლოკირებების, სიგნალიზაციისა და შემოღობვების მიმა