1. ფეროშენადნობთა წარმოების ცხელი პროდუქტების გასუფთავება აკრძალულია.

2. კალციუმის კარბიდის ლითონის დოლებში ჩატვირთვისას გამოყენებულ უნდა იქნეს ინსტრუმენტი, რომელიც დარტყმისას არ იძლევა ნაპერწკალს (სპილენძის, თითბრის).

3. სილიკოკალციუმი და ფეროსილიკომანგანუმის მოდიფიკატორები მომხმარებელს უნდა მიეწოდებოდეს ლითონის დოლებში შეფუთული. 10 და 15 %-იანი სილიკოკალციუმის მიწოდება დასაშვებია ნაყარ მდგომარეობაში ან კონტეინერებით. სილიკოკალციუმისა და ფეროსილიკომანგანუმის მოდიფიკატორების დოლების და ყუთების შენახვა დასაშვებია შენობაში ან შენობის გარეთ ფარდულში იმ პირობით, თუ გამორიცხული იქნება მათზე ტენის მოხვედრ