1. საკაზმე მასალების მიმწოდებელი მგორავი კონვეიერის მოქმედების ზონა მთელ მის სიგრძესიგანეზე უნდა იყოს შემოღობილი.
2. ღუმლის სამუშაო მოედანზე მოაჯირებში არსებული ღიობები, სადაც მასალებისა და მოწყობილობის მიწოდება ხდება, აღჭურვილი უნდა იყოს ადვილად მოსახსნელი შემოღობვით.
3. სადნობი ღუმლის „მოკლე ქსელის“ კაბელის ხისტი პაკეტი, რომელიც განლაგებულია სამუშაო მოედნიდან 3,5 მ-ზე ნაკლებ სიმაღლეზე, უნდა იყოს შემოღობილი, რათა გამოირიცხოს მომსახურე პერსონალის მასთან შემთხვევითი შეხება.
4. სადნობი ღუმლის „მოკლე ქსელის“ ელექტროკაბელები ზემოდან უნდა იყოს შემოღობილი, რაც გამორიცხავს მასზე კაზმის ან სხვა საგნების მოხვედრას.
5. კაზმის ჩამტვირთავი მანქანის ტროლეი, რომელიც სამუშაო მოედნიდან განლაგებულია 3,5 მ-ზე ნაკლებ სიმაღლეზე, უნდა იყოს შემოღობილი.
6. დახურული მადანაღმდგენი ელექტროღუმლის თაღის მცველ საფეთქებელ სარქვლებს უნდა ჰქონდეს შემოღობვა, რომელიც გამორიცხავს ცხელი კაზმისა და აირების მოხვედრას სამუშაო მოედანზე მათი ამოქმედების დროს.
7. მადანაღმდგენი ღუმლის კრიჭის გასაწვავი აპარატის კვების სადენი, რომელიც განლაგებულია იატაკიდან 3,5 მ-ზე ნაკლებ სიმაღლეზე, უნდა იყოს შემოღობილი.
8. ინდუქციურ ღუმელთან დენის მიმყვანები უნდა იყოს შემოღობილი.
9. ინდუქციური ღუმლის სამუშაო მოედანი მთელ პერიმეტრზე შემოღობილი უნდა იყოს ქვემოდან მთლიანად შემოსილი მოაჯირით
,,ფეროშენადნობთა წარმოების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 65. შემოღობვები საკაზმე მასალების მომზადებისა და ფეროშენადნობთა ელექტროთერმული წარმოებისას
თავი XXI — შემოღობვები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 58. დაცვები და ბლოკირებები საკაზმე მასალების მომზადებისა და ფეროშენადნობთა ელექტროთერმული წარმოებისას
- მუხლი 59. დაცვები და ბლოკირებები ფეროშენადნობთა კონვერტერული, ნადნობთა შერევით და ჰიდრომეტალურგიული წარმოებისას
- მუხლი 60. დაცვები და ბლოკირებები ფეროშენადნობთა გრანულაციისას
- მუხლი 61. სიგნალიზაცია და კავშირი საკაზმე მასალების მომზადებისა და ფეროშენადნობთა ელექტროთერმული წარმოებისას
- მუხლი 62. სიგნალიზაცია და კავშირი ფეროშენადნობთა კონვერტერული, ნადნობთა შერევით და ჰიდრომეტალურგიული წარმოებისას
- მუხლი 63. სიგნალიზაცია და კავშირი ფეროშენადნობთა ჩამოსხმისას
- მუხლი 66. შემოღობვები ფეროშენადნობთა ჰიდრომეტალურგიული წარმოებისას
- მუხლი 67. შემოღობვები ფეროშენადნობთა ჩამოსხმისას
- მუხლი 68. შემოღობვები ფეროშენადნობთა წარმოების პროდუქტების დაწვრილმანებამსხვრევისას და გრანულაციისას
- მუხლი 69. ზოგადი მოთხოვნები ფხვნილოვან შენადნობებთან და მასალებთან დაკავშირებული საშემკეთებლო სამუშაოების მიმართ
- მუხლი 70. ზოგადი მოთხოვნები საშემკეთებლო სამუშაოების დროს გამოყენებული საშუალებების მიმართ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ფეროშენადნობთა წარმოების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 65, №1-1/58, 16.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.22.024.011.432 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/75826/muxli-65/