1. ესტაკადებზე, შენობის გარეთ განლაგებულ ფეროშენადნობთა ჩამომსხმელ კონვეიერულ მანქანებს უნდა ჰქონდეს ცეცხლგამძლე მასალისაგან დამზადებული ფარდული კონვეიერის მთელ სიგრძეზე.

2. ჩამომსხმელი მანქანის სამუშაო ბაქანს სამსხმელო მალში ორივე მხრიდან უნდა ჰქონდეს კიბეებით აღჭურვილი შესასვლელი (გასასვლელი). კონვეიერს მომსახურებისათვის ორივე მხრიდან უნდა ჰქონდეს მოწყობილი სულ მცირე 1 მ სიგანის ბაქნები. ამასთან, დაცული უნდა იყოს «წესების“ XX თავის 63-ე მუხლის მოთხოვნები.

3. კონვეიერული ლენტის ქვეშ მოთავსებული მოწყობილობა და აპარატურა დაცული უნდა იყოს ფარდულით. მარეგულირებელი და ჩამკეტი არმატურის განლაგება ლენტის ქვეშ აკრძალულია. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XXI თავის 67-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები.

4. გადამყირავებლის კამერის საჭვრეტი ფანჯარა დახურული უნდა იყოს მხურვალმედეგი მინით ან სულ მცირე 2 მმ ზომის უჯრედებიანი ლითონის ბადით.

5. სალექარში წყლის ჩასადინებლად კონვეიერის ქვეშ უნდა იყოს გისოსებით დახურული სპეციალური ღარები. სალექარის ჯართისაგან გაწმენდა უნდა იყოს მექანიზებული.

6. ჩამომსხმელი მანქანის სათავო ნაწილის მომსახურებისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ტვირთამწე მოწყობილობა. პულტზე უნდა იყოს მოწყობილობა ჩამომსხმელი მანქანის კონვეიერული ლენტების ავარიულად ამოსართავად.

7. მშენებარე საამქროებში კირის ხსნარის მომზადება რამდენიმე ჩამომსხმელი მანქანისათვის უნდა იყოს ცენტრალიზებული და ცალკე სათავსში განლაგებული. კირის ხსნარის მომზადების, კირის დამზადებისა და მიწოდების ოპერაციები უნდა იყოს მექანიზებული.

8. მშენებარე საამქროებში ხსნარის მომზადებისა და სასხურებლების სათავსებში გათვალისწინებული უნდა იქნეს იატაკის ჰიდროჩარეცხვა. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XXI თავის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.

9. თუ ჩამომსხმელი მანქანა მოთავსებულია გალერეაში და ზოდების გასაცივებლად გამოიყენება წყალი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ორთქლის არინება.

10. ჩამომსხმელი მანქანის გადამყირავებლის კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს ციცხვის დამაგრების მდგრადობას და საიმედოობას, მის მდოვრედ დახრას რეგულირებადი სიჩქარით, ლითონის მინიმალურ გაშხეფას ჩამოსხმისას და უნდა ჰქონდეს ციცხვის დახრის შემზღუდველი. ლითონის ჩამოსხმის ავარიულ შემთხვევაში (გადავსება) გამორიცხული უნდა იყოს ლითონის კონტაქტი წყალთან. ამასთან, დაცული უნდა იყოს
„წესების“ XXVI თავის 85-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და XXVII თავის 90-ე მუხლის მოთხოვნები.

11. ბოყვების დამაგრება კონვეიერების რგოლებზე უნდა უზრუნველყოფდეს მისი სწრაფი და უსაფრთხო შეცვლის შესაძლებლობას. ბოყვების კონსტრუქცია უნდა გამორიცხავდეს ლითონის შოთების გაჩხერას.

12. ჩამომსხმელი მანქანის კონვეიერის ლენტის მოძრაობის სიჩქარე, გაცივების მოწყობა, რეჟიმი და სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს სხმულების სრულ გამყარებას ბოყვებიდან გამოსვლამდე.

13. ჩამოსხმის დროს ბოყვების ქვეშ მოხვედრილი ლითონის ხენჯისა და ჯართის მოსაცილებლად კონვეიერების შტოებს შორის დაყენებული უნდა იყოს დახრილი ფილები ჰიდროჩამრეცხით.

14. ჩამომსხმელი მანქანის ბოყვების დაფარვა კირის ან სხვა ხსნარით უნდა იყოს მექანიზებული.

15. ბოყვებიდან ლითონის შოთების ამოგდება უნდა იყოს მექანიზებული.

16. ციცხვის დაყენება და მოხსნა გადამყირავებლიდან უნდა წარმოებდეს ჩამომსხმელი მანქანის მემანქანის განკარგულებით. ციცხვის მიწოდების დროს გადამყირავებელი მოწყობილობის კამერაში ყოფნა აკრძალულია.

17. ლითონის ჩამოსხმის წინ ჩამომსხმელი მანქანის მემანქანე უნდა დარწმუნდეს გადამყირავებელ მექანიზმში ციცხვის დამაგრების საიმედოობაში. ციცხვის დამაგრებისათვის საჭირო საბჯენებს არ უნდა ჰქონდეს ჩანაჭრები, ბზარები და სხვა დეფექტები.

18. ჩამომსხმელი მანქანის ღარი რეგულარულად უნდა გაიწმინდოს ლითონის ნაღვენთისაგან და გაიწყოს მშრალი ქვიშით. ჩამომსხმელი მანქანის ხანგრძლივი გაჩერების შემდეგ ღარი უნდა გაშრეს.

19. ლითონის ჩამოსხმის წინ ბოყვები უნდა დაიფაროს კირის ან სხვა სპეციალური ხსნარით და გაშრეს.

20. კონვეიერის ან გადამყირავებლის ქვეშ ყინულის ან წყლის არსებობისას ჩამომსხმელი მანქანის ჩართვა აკრძალულია.

21. კირის ხსნარის ფრქვევანების გაწმენდის დროს ტუმბო უნდა იყოს გამორთული.

22. უწესივრო ბოყვებში ლითონის ჩასხმა აკრძალულია. ბოყვების წესივრულობაზე დაწესებული უნდა არსებობდეს კონტროლი.

23. ჩამომსხმელ მანქანიდან ლითონის შოთების ჩატვირთვა უნდა ხდებოდეს მშრალ ტარაში.

24. ლითონის ჩამოსხმის დროს ჩამოცვენილი ზოდების აღება ჩამომსხმელი მანქანის ქვემოდან უნდა წარმოებდეს მხოლოდ მანქანის გაჩერებისა და მანქანიდან საჭდეგასაღების ამოღების შემდეგ.

თავი XIV

ფეროშენადნობთა გრანულაც