ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალდებულო პერიოდული შემოწმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.009.610
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №307/ნ
2006 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალდებულო პერიოდული შემოწმების შესახებ
ცალკეული პროფესიებით საქმიანობისათვის დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობა ამ საქმიანობის განხორციელებასთან ხშირად ხდება უბედური შემთხვევების, სხვადასხვა სახის სატრანსპორტო და საწარმოო ტრავმატიზმის, კატასტროფების თუ დანაშაულის, აგრეთვე პროფესიული და სოციალურად საშიში დაავადებების გამოწვევის მიზეზი.
აღნიშნულ შემთხვევათა მნიშვნელოვანი ნაწილის თავიდან აცილება შესაძლებელია სავალდებულო სამედიცინო შემოწმების ჩატარებით.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებული გარკვეული დროის გავლის შემდეგ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეიძლება გახდეს შეუსაბამო რაიმე საქმიანობის განხორციელებისათვის, რის გამოც აუცილებელია აღნიშნული სამედიცინო გამოკვლევების პერიოდული განმეორება.
აღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს შრომის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალდებულო პერიოდული შემოწმების წესი (დანართი 1).
2. დამტკიცდეს იმ პირთა და იმ საქმიანობათა ნუსხა, რომელთა შემსრულებლები ექვემდებარებიან ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალდებულო პერიოდულ შემოწმებას (დანართი 2).
3. დამტკიცდეს დაავადებათა და ფიზიკურ ანომალიათა ჩამონათვალი, რომელთა არსებობაც უკუნაჩვენებია ამ ბრძანების მე-2 დანართით განსაზღვრული საქმიანობების დროს (დანართი 3).
4. დამტკიცდეს იმ საქმიანობათა ნუსხა, რომელთა შემსრულებლები ექვემდებარებიან ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდულ შემოწმებას და მათი სამედიცინო წინააღმდეგჩვენებათა ჩამონათვალი (დანართი 4).
5. დამტკიცდეს დაავადებათა და ფიზიკურ ანომალიათა ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროსაც უკუნაჩვენებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელით სამართავი ტრანსპორტის მართვა (დანართი 5).
6. ქვეყანაში მოქმედმა ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური პროფილის დაწესებულებებმა საჭირო შემთხვევვბში გამოსაკვლევ პირებს ჩაუტარონ აუცილებელი გამოკვლევა და გასცენ შესაბამისი დასკვნა დასასაქმებელთა და დასაქმებულთა შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
7. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ცალკეულ პროფესიათა საქმიანობის, უფლების და ნებართვის მისაღებად მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №26/ნ ბრძანება.
8. იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ,,ცალკეულ პროფესიათა საქმიანობის, უფლების და ნებართვის მისაღებად მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №26/ნ ბრძანების საფუძველზე გაცემული ყველა ცნობა (დოკუმენტი) ამავე ცნობაში (დოკუმენტში) მითითებული ვადის განმავლობაში.
9. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ვ. მეგრელიშვილი
დანართი 1
ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალდებულო პერიოდული შემოწმების წესი
1. დასასაქმებელთა და დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალდებულო პერიოდულ შემოწმებას აწარმოებენ ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულების ექიმი-სპეციალისტები, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სპეციალისტების მოწვევით.
2. ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალდებულო პერიოდულ შემოწმებას აწარმოებენ შესაბამისი სერტიფიკატის მქონე თერაპევტი, ქირურგი, ნევროლოგი, ფსიქიატრი, ნარკოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოკულისტი. დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდულ შემოწმებას აწარმოებს ექიმითერაპევტი და ექიმიდერმატოვენეროლოგი. აუცილებელ მოთხოვნად განისაზღვროს გამოსაკვლევ პირთა ნარკოტესტირება.
3. გამოსაკვლევმა პირმა სამედიცინო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს ბინადრობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ადგილზე ვერ გადაწყვეტს გამოსაკვლევი პირის ვარგისიანობას, იგი დამატებით გამოკვლევაზე აგზავნის სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში და მხოლოდ იქიდან წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე გასცემს ან არ გასცემს ჯანმრთელობის დამადასტურებელ ცნობას. სადავო შემთხვევა გასაჩივრდება სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. გამოსაკვლევი პირის ფსიქიკური ჯანმრთელობა დასტურდება ფსიქიატრის მიერ, ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს გადახრას ფსიქიკური ჯანმრთელობიდან ან ფსიქიკურ აშლილობას, გამოსაკვლევი პირი დიაგნოსტირების მიზნით იგზავნება სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
6. დასაქმებული სავალდებულო პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას გადის 5 წელიწადში ერთხელ.
7. ამ ბრძანების №4 დანართით განსაზღვრულ დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული შემოწმება ტარდება წელიწადში ერთხელ.
8. დამსაქმებელი ვალდებულია არ დაუშვას დასასაქმებელი/დასაქმებული ჯანმრთელობის სავალდებულო პერიოდული შემოწმების გარეშე იმ საქმიანობის საწარმოებლად, რომელიც გათვალისწინებულია ამ ბრძანებით.
9. დამსაქმებელს უფლება აქვს დააწესოს დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების დამატებითი პირობები.
10. სამედიცინო დაწესებულება ცნობის სახით გასცემს ,,სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო დოკუმენტაციის სტანდარტულ ფორმათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 19 ივნისის №228/ო ბრძანებით დამტკიცებულ ,,სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №027-3/ა“-ს, რომელიც დამოწმდება დაწესებულების ბეჭდით.
დანართი 2
იმ პირთა და იმ საქმიანობათა ნუსხა, რომელთა შემსრულებლები ექვემდებარებიან ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალდებულო პერიოდულ შემოწმებას
1. ნავთობისა და აირის მოპოვება-გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობა.
2. მაღალი ძაბვის ელექტროხაზებისა და ელექტროდანადგარების მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა.
3. მაღლივი ან სიმაღლეზე ასვლასთან დაკავშირებული სამუშაოები, ამწე მოწყობილობის მომსახურება.
4. საავიაციო, მცურავ, სარკინიგზო და მეტროპოლიტენის ტრანსპორტთან დაკავშირებული საქმიანობა. რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ტრანსპორტის მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან.
5. სატრანსპორტო საშუალებათა (A ,B ,C, D, E) მართვის უფლების მაძიებელი ან/და მფლობელი პირი.
6. ყველა სახის მიწისქვეშა სამუშაოთა წარმოება.
7. ყველა სახის წყალქვეშა საქმიანობის წარმოება.
8. საქართველოს კანონით ,,იარაღის შესახებ“ განსაზღვრული ნებისმიერი სახის იარაღის ტარების და შენახვის ნებართვის მაძიებელი ან/და მფლობელი პირი.
9. ყველა სახის სამაშველო საქმიანობა.
10. რადიაქტიურ ნივთიერებებთან, აგრესიულ სითხეებთან, მაიონიზებელი გამოსხივებისა და ელექტრომაგნიტური ველის წყაროებთან დაკავშირებული საქმიანობები.
11. III და IV რისკ-ჯგუფის პათოგენურ ბიოლოგიურ აგენტებთან მომუშავე პერსონალი.
12. ყველა სახის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა.
დანართი 3
დაავადებათა და ფიზიკურ ანომალიათა ჩამონათვალი, რომელთა არსებობაც უკუნაჩვენებია ამ ბრძანების მე-2 დანართით განსაზღვრული საქმიანობების დროს
| № | დაავადებათა, ფიზიკურ ანომალიათა ჩამონათვალი | უკუნაჩვენებია შემდეგი საქმიანობებისთვის |
| 1 | მხედველობის ორგანოს ანომალიები, ფუნქციის გამოხატული უკმარისობით, ანოფთალმი, უცხო სხეული თვალში, რომელიც არ ექვემდებარება ამოღებას. ავთვისებიანი ეგზოფთალმი. მხედველობის ორგანოს ავთვისებიანი სიმსივნეები | დანართი 2 ყველა პუნქტი |
| 2 | თვალის მამოძრავებელი ნერვების მყარი დამბლა და პარეზი: ფთოზი, რომელიც უშლის მხედველობას, პარალიზური სიელმე, ლაგოფთალმი, პირდაპირი ცქერისას ნისტაგმილებული სიელმე და შორ მანძილზე მხედველობისას ბინოკულარული მხედველობის დარღვევა | დანართი 2 4, 5, 8, 9, 10, 11 პუნქტები |
| 3
| მხედველობის ველის 200-ზე მეტით შეზღუდვა ნებისმიერ მხარეს. აბსოლუტური ან ნაწილობრივი ცენტრალური სკოტომა | დანართი 2 4, 5, 8, 9, 10, 11 პუნქტები |
| 4 | ფერთა შეგრძნების დარღვევა (პროტანატოპია, დეიტერანოპია, ,,A” ტიპის პროტანომალია, ,,A” ტიპის დეიტერანომალია) | დანართი 2 4, 5, 8, 9, პუნქტები |
| 5 | რეფრაქციის ანომალიით, თვალის ფსკერის ცვლილებებით, სხივის გარდამტეხი სისტმის შეზღუდვით ან სხვა ორგანული ხასიათის მიზეზებით გამოწვეული მხედველობის სიმახვილის დაქვეითების შემთხვევაში: ა) მხედველობის სიმახვილე 0,8 ერთ თვალზე, თუ მეორეზეა 0,4; ბ) ცალ თვალში მხედველობის არარსებობის შემთხვევაში მეორე თვალში 1,0 მხედველობის არსებობის შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასებით | დანართი 2 4, 5, 8, 9, პუნქტები |
| 6 | ფერთა აღქმის დარღვევა: ა) დიქრომაზია; ბ) ანომალიური ტრიქრომაზია I ტიპის; II ტიპის | დანართი 2 4, 5, 8, 9 პუნქტები |
| 7 | არასტაბილიზირებული, არაკომპენსირებული პირველადი და მეორადი გლაუკომა (ორივე თვალზე). | დანართი 2 ყველა პუნქტი |
| 8 | ერთ თვალზე ბადურისა და მხედველობის ნერვის დაავადებანი (პიგმენტური რეტინიტი, მხედველობის ნერვის ატროფია, ბადურის ჩამოცლა და სხვა) | დანართი 2 4, 5, 8, 9, 10, 11 პუნქტები |
| 9 | ერთ თვალზე ნებისმიერი სახის გლაუკომა | დანართი 2 4, 5, 8, 9, პუნქტები |
| 10
| ჩვეულებრივი საუბრის აღქმა არანაკლებ 3 მეტრიდან, ხოლო ჩურჩულით – არანაკლებ 1 მეტრიდან ორივე ან ერთი ყურით. | დანართი 2 3, 4, 5 პუნქტი |
| 11 | ვესტიბულატორული ანალიზატორის ფუნქციის მოშლა: ა) მკვეთრად გამოხატული ვესტიბულარულ-ვეგეტატიური მოშლა – მენიერის დაავადება; ბ) ვესტიბულარული აპარატის მგრძნობელობის მკვეთრი ამაღლება. | დანართი 2 2, 3, 4, 5, 6, 7.8, 9, 10 პუნქტები |
| 12 | ნებისმიერი ეტიოლოგიის დაავადება, რომელიც იწვევეს ვესტიბულარული აპარატის ფუნქციის დარღვევას, თავბრუსხვევას | დანართი 2 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10 პუნქტები |
| 13 | ზედა კიდურის უქონლობა. | დანართი 2 ყველა პუნქტი და მე-12 პუნქტის ქირურგიული პროფილის საექიმო სპეციალობები. |
| 14 | მყარი ცვლილებები მსხვილ სახსრებში (ცრუ სახსრები, ჩვეული ამოვარდნები და სხვა) არასწორად შეხორცებული მოტეხილობები, რომლებიც მკვეთრად ზღუდავენ კიდურების მოძრაობას. | დანართი 2 ყველა პუნქტი და მე-12 პუნქტის ქირურგიული პროფილის საექიმო სპეციალობები. |
| 15 | ენდოკარდის, მიოკარდის და პერიკარდის დაავადებები (გულის მანკი, მიოკარდიტი, მიოკარდიოსოლეროზი და სხვა). გართულებული გულის II-III ხარისხის უკმარისობით, თრომბოემბოლიით, არითმიით, ან პერიკარდის შეხორცებებით. | დანართი 2 2, 3, 4, 5, 7, 9, 10 პუნქტები |
| 16 | გულის იშემიური დაავადება გართულებული სტენოკარდიით II (ან ზევით) ფუნქციური კლასი, ან გულის II-III ხარისხის უკმარისობით, გულის რიტმის მნიშვნელოვანი დარღვევით, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით (მსხვილკეროვანი). | დანართი 2 2, 3, 4, 5, 7, 9, 10 პუნქტები
|
| 17 | ჰიპერტონიული დაავადება, III სტადია. | დანართი 2 3, 4, 5, 6, 7, 9 პუნქტები |
| 18 | ფილტვებისა და პლევრის ქრონიკული დაავადება, ბრონქული ასთმა გართულებული ფილტვისა და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით, ფილტვის რეზექციის შემდგომი პერიოდი, ბრონქოექტაზიური დაავადება. გულ-მკერდის ღრუს ქრონიკული ჩირქოვანი პროცესები (ფილტვის აბსცესები, ჩირქოვანი პლევრიტები). | დანართი 2 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 9 პუნქტები. |
| 19 | ფილტვების ქრონიკული დაავადებები (ქრონიკული ბრონქიტი, ქრონიკული პნევმონია, ბრონქოექტაზური დაავადება და სხვა ჩირქოვანი პროცესები) II-III სტადიით, ხშირი გამწვავებებით, სისხლდენისაკენ მიდრეკილებით, სუნთქვის II-III ხარისხის უკმარისობით ან სისხლის მიმოქცევის II-III ხარისხის უკმარისობით, განმეორებით სპონტანური პნევნოთორაქსით. | დანართი 2 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 9 პუნქტები |
| 20 | ბრონქული ასთმა ხშირი შეტევებით, სუნთქვის და გულის II-III ხარისხის უკმარისობით. | დანართი 2 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 9 პუნქტები |
| 21 | თირკმელებისა და საშარდე გზების ქრონიკული დაავადებები თირკმლის უკმარისობით (დაავადების III სტადია). | დანართი 2 3, 4, 5, 6, 7, 9 პუნქტები |
| 22 | ქრონიკული პოლიართრიტები საშუალო და მძიმე მიმდინარეობით. სახსრების მოძრაობის მყარი შეზღუდვებით. | დანართი 2 2, 3, 4, 5, 6, 7, 9, 11 პუნქტები და მე-12 პუნქტის ქირურგიული პროფილის საექიმო საქმიანობები. |
| 23 | ფსიქოზური ან არაფსიქოზური ფსიქიკური დაავადებები და ნებისმიერი ფსიქიკური აშლილობები. მყარი რემისიის ფარგლებშიც. | დანართი 2 ყველა პუნქტი |
| 24 | ალკოჰოლიზმი და ნარკომანია. დიაგნოზის მოხსნის არანაკლებ 5 წლამდე. | დანართი 2 ყველა პუნქტი |
| 25 | გონებრივი ჩამორჩენილობა. | დანართი 2 ყველა პუნქტი |
| 26 | ეპილეფსია ნებისმიერი ეტიოლოგიის გულყრითი განტვირთვებით. | დანართი 2 2, 3, 4, 5, 7, 9, 10, 11 პუნქტები |
დანართი 4
იმ საქმიანობათა ნუსხა, რომელთა შემსრულებლები ექვემდებარებიან ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდულ შემოწმებას და მათი სამედიცინო წინააღმდეგჩვენებათა ჩამონათვალი
მუხლი 1
ცალკეული პროფესიებით საქმიანობათა ნუსხა, რომელთა შემსრულებლები ექვემდებარებიან ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდულ შემოწმებას:
1. ფიზიკური პირები, რომელნიც უშუალო კონტაქტში არიან კვების პროდუქტების დამზადება-გადამუშავებასთან.
2. ფარმაცევტული წარმოების, ბაზების და აფთიაქების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ სამკურნალო პრეპარატებთან.
3. ექიმები: ქირურგები, რომლებიც მუშაობენ ზოგად, თორაკალურ, პლასტიკურ, სისხლძარღვთა ქირურგიაში, ასევე პროქტოლოგები, ანგიოლოგები, ტრავმატოლოგ-ორთოპედები, უროლოგები, ოტორინოლარინგოლოგები, ნეიროქირურგები, კარდიოქირურგები, ოფთალმოლოგები, ონკოლოგები, ანესთეზიოლოგები, მეან-გინეკოლოგები, სტომატოლოგები, ორთოდონტები, დერმატოვენეროლოგები, მანუალური თერაპევტები, მასაჟისტები. ყველა დარგის ექიმები, რომელნიც კავშირში არიან ბავშვთა კონტინგენტთან; ასევე ზემოთ ჩამოთვლილ სპეციალისტებთან მომუშავე ექთნები და სანიტრები.
4. მომსახურების სფეროში დასაქმებული მუშაკები, რომელთაც უშუალო კავშირი აქვთ კვების ბლოკთან, თეთრეულთან, ჰიგიენურ და კოსმეტიკურ პროცედურებთან (სასტუმროების, სანატორიუმების, დასასვენებელი სახლების, სამრეცხაოების, აბანოების მუშაკები, მექისეები, რკინიგზის სამგზავრო ვაგონების გამცილებლები, ავიახაზების ბორტგამცილებლები). აგრეთვე საპარიკმახეროების მეპედიკურეები, მემანიკურეები და დალაქები, საცურაო აუზების მწვრთნელ-ინსტრუქტორები.
5. სკოლამდელი, სასწავლო და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები.
6. ზემოთ ჩამოთვლილ კონტინგენტს უტარდება გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ტესტირება შიდსსა და ათაშანგზე. საჭიროების შემთხვევაში, თერაპევტი და დერმატოვენეროლოგი იღებს გადაწყვეტილებას დამატებითი ლაბორატორიული და სხვა გამოკვლევის ჩატარების შესახებ.
მუხლი 2
დაავადებათა ჩამონათვალი, რომელთა არსებობაც უკუნაჩვენებია ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობის შემსრულებელთათვის:
1. აივ-ინფექცია;
2. კანის გადამდები დაავადებები: სოკოვანი, ბაქტერიული, პარაზიტული;
3. ტუბერკულოზი ბაცილგამოყოფის ფაზაში;
4. განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებები.
დანართი 5
დაავადებათა და ფიზიკურ ანომალიათა ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროსაც უკუნაჩვენებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელით სამართავი ტრანსპორტის მართვა
|
| დაავადებათა და ფიზიკურ ანომალიათა ჩამონათვალი
| შენიშვნა |
| 1 | თვალის გარსის ნებისმიერი ეტიოლოგიის ქრონიკული დაავადება, რომელსაც თან ახლავს მხედველობის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა. |
|
| 2 | ქუთუთოების მყარი ცვლილებანი (ქუთუთოებით რქოვანას არასრული დაფარვა, ქუთუთოების გადმობრუნება ან ჩაბრუნება, წამწამების ზრდა თვალის კაკლის მიმართულებით, ქუთუთოების შეზრდა ერთმანეთთან ან თვალის კაკალთან, რომელიც ხელს უშლის თვალის კაკლის მოძრაობას ან მხედველობას.. | ოპერაციული ჩარევის შემდეგ მიღებული დადებითი შედეგების შემთხვევაში დასაშვებია.
|
| 3 | ქუთუთოების ლორწოვანი გარსის ქრონიკული დაავადებები, რომელთაც თან ახლავს მათი ჰიპერტროფია, ლორწქვეშა ქსოვილების ინფილტრაცია ან დვრილების განვითარება, წყლულოვანი ბლეფარიტი, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას. |
|
| 4 | III სტადიის ტრაქომა. |
|
| 5 | საცრემლე პარკის ქრონიკული ანთება ან ფისტულა, მყარი ცრემლდენა, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას. |
|
| 6 | დიპლოპია, თვალის კაკლის ან ქუთუთოების დამბლები, გამოხატული ნისტაგმი. |
|
| 7 | ბინოკულარული მხედველობის დარღვევა. | საკითხი წყდება ინდივიდუალურად. თუ ერთ თვალში მხედველობის სიმახვილე 1,0, ხოლო მხედველობის ველი და სიელმე არანაკლებ 200-ისა. |
| 8 | ბადურის და მხედველობის ნერვის დაავადებანი (პიგმენტური რეტინიტი, მხედველობის ნერვის ატროფია. ბადურის ჩამოშლა და სხვა). |
|
| 9 | ნებისმიერი სტადიის გლაუკომა. | კომპენსირებული გლაუკომის დაწყებით სტადიაში დასაშვები მხედველობის სიმახვილით. მხედველობისა და თვალის ფსკერის ნორმალური მდგომარეობის შემთხვევაში შესაძლებელია დაიშვას სამართავად. გადამოწმება ერთი წლის შემდეგ. |
| 10 | რეფრაქციის ანომალიით, თვალის ფსკერის ცვლილებებით, სხივის გარდამტეხი სისტემის შეზღუდვით ან სხვა ორგანული ხასიათის მიზეზებით გამოწვეული მხედველობის სიმახვილის დაქვეითების შემთხვევაში: ა) მხედველობის სიმახვილე 0.7 ერთ თვალში, თუ მეორეზე 0.3; ბ) ცალ თვალში მხედველობის არარსებობის შემთხვევაში. მეორე თვალში 1.0 მხედველობის შემთხვევაში დასაშვებია. | ა) მხედველობის სიმახვილე განისაზღვრება კორექციით, მაქსიმალურად დასაშვები კორექცია: ახლომხედველობის და შორსმხედველობის დროს 6.0 დიოპტრი. ასტიგმატიზმის შემთხვევაში – 3.0 დიოპტრი. სხვადასხვა რეფრაქციის შემთხვევაში ბინოკულარული რეფრაქცია 2.0 დიოპტრი. ბ) დაიშვება კონტაქტური ლინზებით კორექციით 6.0 დიოპტრამდე. იმ შემთხვევაში, თუ პირი კარგად იტანს კონტაქტურ ლინზებს და გააჩნია ლინზების დამატებითი კომპლექტი. |
| 11 | მხედველობის ველის 200-ზე მეტი შეზღუდვა ნებისმიერ მხარეს. |
|
| 12 | ფერთა აღქმის დარღვევა: ა) დიქრომაზია; ბ) ანომალური ტრიქრომაცია: I ტიპის; II ტიპის. | ანომალური ტრიქტრომაციის შემთხვევაში, თუ პირი აღიქვამს შუქნიშნის ფერებს, შესაძლებელია დაიშვას ტრანსპორტის სამართავად. B კატეგორია |
| 13 | შუა ყურის ცალმხრივი ან ორმხრივი ქრონიკული ჩირქოვანი დაავადება გართულებული ქოლესტეატომით, კარიესით გრანულაციებით ან პოლიპებით (ეპიტიმპატიტი) ფისტულის სიმპტომის არსებობისას. | ოპერაციით მიღებული დამატებითი ფუნქიონალური შედეგების შემთხვევაში საკითხი წყდება ინდივიდუალურად. |
| 14 | სიყრუე და სმენაჩლუნგობა. |
|
| 15 | ტრაქეის, ხახის, ხორხის, მყარი ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებენ სუნთქვას. |
|
| 16 | ნებისმიერი ეტიოლოგიის დაავადება, რომლებიც იწვევენ ვესტიბულარული აპარატის ფუნქციის დარღვევას, თავბრუსხვევას (მენიერის დაავადება, ლაბირინთის ანთება ან ფისტულა, ნებისმიერი ეტიოლგიის ლაბირინთული კრიზი). |
|
| 17 | კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც მკვეთრად ზღუდავენ კიდურების მოძრაობას. |
|
| 18 | თავის ქალის ძვლების დეფექტები ან ტრავმული დეფორმაცია გართულებული ნევროლოგიური სიმპტომატიკით. |
|
| 19 | ტლანქი ნაწიბურები, რომლებიც მკვეთრად ზღუდავენ ზედა კიდურების მოძრაობას |
|
| 20 | სხვადასხვა ეტიოლოგიით გამოწვეული კისრის მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა. |
|
| 21 | მყარი ცვლილებები მსხვილ სახსრებში (ცრუ სახსრები, ჩვეული ამოვარდნები და სხვა) არასწორად შეხორცებული მოტეხილობები, რომლებიც მკვეთრად ზღუდავენ კიდურების მოძრაობას, აგრეთვე ხერხემლის მყარი ცვლილებები, რომლებიც იწვევენ მისი მოძრაობის დარღვევას. |
|
| 22 | ერთ-ერთი ზედა ან ქვედა კიდურის, მტევნის ან ტერფის არარსეობის შემთხვევაში ან მათი ისეთი დეფორმაციის დროს, რომელიც მკვეთრად ზღუდავს მოძრაობას. | ა) ერთი ზედა ან ქვედა კიდურის ან მისი სეგმენტის არსებობა არ ითვლება წინააღმდეგ ჩვენებად ისეთი ავტომობი-ლების სამართავად, რომელიც გათვა-ლისწინებულია იმ ინვალიდებისათვის, რომელთაც აქვთ ერთი ხელი; ბ) ქვედა კიდურების არარსებობა ჯანსაღი ზედა კიდურების არსებობის შესთხვევაში არ ითვლება წინააღმდეგ ჩვენებად ხელით სამართავი ავტოტრანსპორტის მართვისათვის. |
| 23 | თითების ან ფალანგების არარსებობა, აგრეთვე ფალანგთაშორისი სახსრების უმოძრაობა, ცერა საჩვენებელი თითების არარსებობა, ან ერთი თითის სრული კონტრაქტურა ორივე მტევანზე. |
|
| 24 | გულმკერდის და ხერხემლის დაზიანება, გულმკერდის ორგანოების ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევით. |
|
| 25 | გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა გამოწვეული თანდაყოლილი ან შეძენილი მანკით, გართულებული III ხარისხის უკმარისობით. |
|
| 26 | გულის და მსხვილი მაგისტრალური სისხლძარღვების ოპერაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის უკმარისობა, ტკივილის სინდრომი. |
|
| 27 | ნებისმიერი ეტიოლოგიის გულის დაავადება (ენდოკარდიტი, მიოკარდიტი, პერიკარდიტი, კარდიომიოპათია და სხვა), გართულებული გულის რიტმის დარღვევით (პაროქსიზმული ტაქიკარდია, ჯგუფური ექსტრასისტოლია, მოციმციმე არითმია და სხვა). |
|
| 28 | გულის ქრონიკული იშემიური დაავადება (მოსვენების და დატვირთვის სტენოკარდია, კარდიოსკლეროზი, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი პერიოდი). | სპეციალიზებული დაწესებულებიდან წარმოდგენილი ცნობის საფუძველზე დასაშვებია |
| 29 | თირკმლის ქრონიკული დაავადებები (ნეფრიტი, ნეფროზი, ნეფროსკლეროზი, პიელონეფრიტი, პოლიკისტოზი და სხვა), გართულებული თირკმლის უკმარისობით. |
|
| 30 | ფსიქოზური, ფსიქიკური დაავადებანი გამწვავების პერიოდში ან მიდრეკილი ხშირი გამწვავებისაკენ, ქრონიკული ალკოჰოლიზმის ან ნარკომანიით გამოწვეული პიროვნების დეგრადაცია. |
|
| 31 | ფსიქოზური დაავადებანი მყარი რემისიის პერიოდში, არაფსიქოზური ფისიქიკური დაავადებანი, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი პიროვნების ცვლილების გარეშე. | 1 წლის შემდეგ აუცილებელი გადამოწმებით. |
| 32 | გონებრივი განვითარების მკვეთრი ჩამორჩენა მოსაზღვრე მდგომარეობის ან დებილობის ფარგლებში. |
|
| 33 | ეპილეფსია. ნებისმიერი ეტიოლოგიის გულყრითი განტვირთვები. |
|
| 34 | თავისა და ზურგის ტვინის, პერიფერიული ნერვიული სისტემის ორგანული ან ტრამვული დაავადებანი, რომლებიც იწვევენ ფსიქიკურ ცვლილებებს და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევას. |
|
| 35 | პერიფერიული ნერვული სისტემის ქრონიკული, მარეციდივებელი დაავადებანი, აგრეთვე მსხვილი ნერვული ღეროების ტრამვებისა და გადატანილი დაავადებების ნარჩენი მოვლენები, რომლებიც იწვევენ მოძრაობის, მგრძნობელობისა და ტროფიკის მყარ დარღვევებს. |
|