1. საკონვეიერო-სარეცხელა სარეცხ ხელსაწყოებზე მუშაობისას კავშირი მომსახურე პერსონალს შორის (ოპერატორი, მებუნკერე და სატუმბი სადგურის მემანქანე) უნდა იყოს ორმხრივი და დუბლირებული.
2. სარეცხი ხელსაწყოს საკონვეიერო ლენტიდან კაჭრების ჩამოსაყრელად მოწყობილი უნდა იყოს სპეციალური ღარები. ლენტიდან კაჭრების აღება სპეციალური სამარჯვის (კაუჭისატაცი) გარეშე აკრძალულია.
3. კაჭრების დასაწყობების ადგილი უნდა იყოს შემოღობილი.
4. სამრეწველო ხელსაწყოების ბუნკერებში ჩაკიდებების მოცილება უნდა განხორციელდეს დაწნევიანი წყლის ჭავლით ან სპეციალური სამარჯვების საშუალებით.
5. ბუნკერიდან კაჭრების ამოღება ნებადართულია განხორციელდეს მხოლოდ მკვებავის და კონვეიერის გაჩერების შემდეგ ამწით ან სპეციალური მოწყობილობით (ბლოკი, გვარლი და სხვ.).
6. ჰიდრომონიტორის ოპერატორის სამუშაო ადგილიდან უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქვიშების დეზინტეგრაციის ადგილის, ჰიდროსარეცხი ღარის და კაჭრის ნაყარის კარგი ხედვა, აგრეთვე, ჰიდროელევატორთან ახლოს განლაგებული სხვა მოწყობილობის მუშაობის უსაფრთხოება.
7. ზამთრის პერიოდში სამუშაოდ განკუთვნილი დათბუნებული სამრეწველო ხელსაწყოებისთვის თითოეულ კერძო შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ:
ა) ელექტროუსაფრთხოებას;
ბ) ქვიშების გასალხობად გამოყენებული ცხელი წყლით გამოწვეული სიდამწვრის თავიდან აცილებას;
გ) ყველა მოძრავი დეტალის, მექანიზმის და აპარატის განსაკუთრებულ, გულმოდგინე (სათავსის შეზღუდულობის გამო) შემოღობვას.
ჰიდრომეტალურგიული პროცესე