1. სამუშაო სათავსების ატმოსფეროში მაღალტოქსიკური ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად განყოფილების მოწყობილობა (სვეტები, ცხავები და სხვ.) მთლიანად ჰერმეტიზებული უნდა იყოს, ხოლო აირების გაწოვა უნდა განხორციელდეს უშუალოდ საფარიდან.
2. დესორბციის და აღდგენის პროცესების კონტროლის და მართვის ოპერაციები უნდა იყოს ავტომატიზებული.
3. რეაგენტების შესანახი და მოსამზადებელი, სორბციის, დესორბციის და აღდგენის სათავსები აღჭურვილი უნდა იყოს ხმოვანი და შუქური სიგნალიზაციის სისტემიანი უწყვეტად მოქმედი ავტომატური ხელსაწყოებით, რომლებიც ჩაირთვება სამუშაო ადგილებზე წყალბადციანმჟავას ორთქლის შედგენილობის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე მეტად გაზრდისას.
4. დესორბციის, აღდგენის და ელექტროლიზის სათავსებში მუშაობა ნებადართულია მხოლოდ უწყვეტად მოქმედი სრულმომცველი ვენტილაციის გამოყენებისას. სავენტილაციო სისტემის მწყობრიდან გამოსვლისას მომსახურე პერსონალმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს სათავსი. სათავსში დაბრუნება ნებადართულია სრულმომცველი ვენტილაციის მუშაობის აღდგენის შემდეგ.
5. სვეტში ფისის გადაადგილებისას სვეტის სათვალიერებელი სარკმლები და ხუფები ყრუდ უნდა იყოს დაკეტილი.
6. სვეტში გარემოს სხვა შედგენილობასთან ერთად (ტუტედან მჟავაში და პირიქით) ფისის ტრანსპორტირებისას ხსნარი მთლიანად უნდა განცალკევდეს. ხსნარის ტრანსპორტირება ფისთან ერთად აკრძალულია.
7. სვეტიდან ფისის და ხსნარების სინჯების აღება ნებადართულია მხოლოდ სვეტის ხუფის ლიუკებიდან ან გვერდითი კარიდან. სვეტის ხუფის გაღება სინჯების ასაღებად აკრძალულია.
8. დესორბციის და აღდგენის მჟავე სარეცხი ხსნარების ციანოვან პროცესში დაბრუნება ნებადართულია მათი ტუტეებით (კირი, მწვავე ნატრიუმი) წინასწარი ნეიტრალიზაციის შემდეგ.
9. სასაქონლო რეგენერატის ელექტროლიზის სათავსი აღჭურვილი უნდა იყოს სრულმომცველი და საავარიო ვენტილაციის სისტემებით და ხელსაწყოებით, რომლებიც იძლევიან სიგნალს ჰაერში მჟავას და წყალბადის ორთქლის იმ რაოდენობით დაგროვებისას, რომელიც აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.
10. ელექტროლიზერში კათოდის ბლოკების შეცვლისას მუშებს უნდა ეცვათ რეზინის სპეცტანსაცმელი (ჩექმები, საფარველი, ხელთათმანები) და ეკეთოთ დამცავი სათვალ