1. რადიალური სასქელებლები, პირამიდული და ვარცლისებრი სალექარები უნდა შემოიღობოს, თუ მათი ბორტის ზედა ნაწიბური სამუშაო ბაქნის ზემოთ განლაგებულია არანაკლებ 1000 მმ სიმაღლეზე.

2. ზემოდან დახურული პირამიდული სალექარები ბორტის გასწვრივ შეიძლება არ შემოიღობოს, მაგრამ ყველა ნახვრეტი, სარემონტო საძრომი და ლიუკი უნდა დაიხუროს ლითონის ხუფებით.

3. რადიალური სასქელებლების, პირამიდული და ვარცლისებრი სალექარების ბორტებზე სიარული დაუშვებელია.

4. პულპის სიმკვრივის გაზომვისა და სინჯების აღებისას აკრძალულია რგოლურ ღარზე დადგომა და წამწის ბაქნის შემოღობვის უკან შესვლა. აკრძალულია სასქელებლების მოძრავი წამწის სატვირთო ბოლოს გამოტანა რგოლურ ღარს გარეთ სამომსახურო (გასასვლელ) ბაქნებზე.

5. პერიფერიულ ამძრავიანი სასქელებლის მოძრავ წამწეზე ასვლა შეიძლება მხოლოდ მოაჯირიანი სპეციალური კიბით. სასქელებლის რგოლური ღარის გაწმენდა დასაშვებია მხოლოდ მოძრავი ჩარჩოს ამძრავის გამორთვის შემდეგ.

6. აკრძალულია სასქელებლის ამძრავის სამომსახურო ბაქნებზე გადაადგილება მასზე სველი მასალის და ქაფის არსებობისას.

7. იმ მოწყობილობის კონსტრუქციებმა, რომლებიც უზრუნველყოფს გამაუწყლოებელი ცხავების სიგანეზე მასალის თანაბარ განაწილებას, უნდა გამორიცხოს გაუწყლოებული მასალის გამოტყორცნა და პულპის გაშხეფა გადახურვაზე.

8. ლაბირინთების შლამებისაგან გასაწმენდი სამუშაოების ჩატარებისას ცხავი უნდა გაჩერდეს, ცხავის ან რკალური საცრის ელექტრული კვება გამოირთოს, ამამუშავებელ მოწყობილობაზე დაიკიდოს პლაკატი: „არ ჩართოთ – მუშაობენ ადამიანები