1. აკრძალულია ისეთ გამოსაორთქლ აპარატზე მუშაობა, რომელსაც აქვს უწესივრო ჩამკეტი არმატურა, მცველი სარქვლები და მანომეტრები, სათვალიერებელი მინები, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ გამწოვი ვენტილაცია გამორთულია, აპარატი გახსნილია, ასევე დაუშვებელია დამცავი სათვალის გარეშე მუშაობა.
2. ლიუკები გამოსაორთქლ აპარატებში ისეთნაირად უნდა განლაგდეს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს გამჭოლი განიავება, ხოლო დამცავი სარქვლების გამოსაბოლქვი მილები გამოტანილ უნდა იქნეს გარეთ.
3. მუშაობის დროს გამოსაორთქლი აპარატის დათვალიერება ნებადართულია მხოლოდ სათვალიერებელი მინიდან. აპარატების შენადუღი ნაკერების დასათვალიერებლად გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოძრავი მოწყობილობა.
4. გამოსაორთქლი აპარატის გახსნამდე აუცილებელია:
ა) ორთქლის გამოშვება და დარწმუნება იმაში, რომ აპარატში წნევა შემცირდა ატმოსფერულამდე;
ბ) საიმედო სახშობებით ორთქლის და ხსნარის ხაზების გამორთვა და ჩაკეტვა.
5. გამოსაორთქლი აპარატის შიგნით ტემპერატურამ აპარატის გახსნის წინ არ უნდა გადააჭარბოს 400 C-ს.
6. გამოსაორთქლი აპარატის გაწმენდა უნდა მოხდეს ტექნიკური ზედამხედველის თანდასწრებით.
7. დონეების, სიმკვრივეების არაავტომატიზებული გაზომვა და გამოსაორთქლი აპარატიდან სინჯების აღება უნდა მოხდეს მაშინ, როცა ორთქლის მიწოდება გამორთული