1. საწყობში ფხვიერი მასალის მილსადენებით ტრანსპორტირებისას აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს მათი შეერთებებისა და გადატვირთვის ადგილების ჰერმეტულობა. ადგილებში, სადაც ჰერმეტიზაცია შეუძლებელია ტექნოლოგიის პირობებიდან გამომდინარე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ასპირაციული გაწოვის სისტემა.
2. აკრძალულია სასაქონლო დაუმუშავებელი კაოლინისა და ტალკის მადნის საწყობის მოწყობა ნახშირის, ცემენტისა და კირის საწყობების მახლობლად.
3. ტალკის, კაოლინისა და გრაფიტის ვაგონებში ჩაყრისას (ჩატვირთვისას) აუცილებელია მტვერსახშობი საშუალებების გამოყენება.
4. ექსკავატორის მუშაობისას ადამიანები (მათ შორის, მომსახურე პერსონალიც) უნდა იმყოფებოდნენ ჩამჩის მოქმედების ზონის გარეთ.
5. ჩამჩის (როტორის) წმენდა დასავებია მხოლოდ მაშინ, როცა ექსკავატორი გაჩერებულია, ექსკავატორის მემანქანე გაფრთხილებულია და ჩამჩა (როტორი) დაშვებულია მიწაზე.
6. ექკავატორით ან ხიდური გადამტვირთავით სარკინიგზო ვაგონებში მასალის ჩატვირთვისას ბრიგადა უნდა ემორჩილებოდეს ექსკავატორის ან გადამტვირთავის მემანქანის მიერ სარკინიგზო ტრანსპორტის წესების შესაბამისად მიცემულ სიგნალებს.
7. არასამუშაო დროს ექსკავატორის ჩამჩა (სატვირთველის როტორი) მიწაზე უნდა იყოს დაშვებული, კაბინა დაკეტილი და ელექტროკაბელი გამორთული.
8. მრავალჩამჩიანი ექსკავატორისა და ხიდური გადამტვირთავის მუშაობის დროს ადამიანები არ უნდა იმყოფებოდნენ ჩასატვირთ ვაგონებთან, ჩასატვირთი და განმტვირთავი ლიუკების, კონვეიერებისა და გადამტვირთავი მოწყობილობის ქვეშ.
9. აკრძალულია ადამიანების ყოფნა ბაგირების, ბლოკების, სკრეპერის მოქმედების რადიუსში.
10. მასალების ჩატვირთვისა და განტვირთვის დროს მიღებულ უნდა იქნეს ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაო ზონაში ჰაერის მტვრიანობის შემცირებას სანიტარიულ ნორმებამდე. იმ შემთხვევაში, როცა შეუძლებელია სანიტარიული ნორმების უზრუნველყოფა, მუშებმა უნდა ისარგებლონ რესპირატორებით.
11. საწყობში ბულდოზერის გამოყენებისას დაუშვებელია მისი დატოვება მეთვალყურეობის გარეშე, თუ ძრავა ჩართულია.
კუდების მეურნეო