1. კუდსაცავები, შლამსაცავები და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები, რომლებიც დაკავშირებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების პროცესთან, აგებულ უნდა იქნეს დადგენილი წესით დამტკიცებული პროექტების შესაბამისად.

2. ბაქნები კუდსაცავების მოსაწყობად, სანიტარიულ-დამცავი ზონები, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო სათავსები, გასასვლელები, ხიდები და ჭები, აგრეთვე, ღია წყალსატევებში ჩამოსაშვები კუდების წყლების და ამ რაიონში საჰაერო ავზის სისუფთავე უნდა უპასუხებდეს მოქმედი წესებისა და ნორმების მოთხოვნებს.

3. კუდსაცავსა და უახლოეს საცხოვრებელ პუნქტსა ან საწარმოს შორის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს სანიტარიულ-დამცავი ზონა, რომელიც განისაზღვრება მშენებლობის ნებართვის გაცემისას.

4. კუდსაცავების ექსპლუატაციით დასაქმებული პირებისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს სათავსები გასათბობად და საკვების მისაღებად.

5. კუდსაცავებზე არსებული მცურავი საშუალებები უნდა იყოს წესივრული, უნდა ჰქონდეს წარწერა ტვირთამწეობის მითითებით და მაშველი საშუალებები (მაშველი წრეები ან ბურთები, ხვირთქლის ბაგირი, ჩამჩები წყლის ამოსახაპად) ბორტზე.

6. წყალსაგდები ნაგებობის დათვალიერება და მათში რემონტის ჩატარება უნდა მოხდეს სპეციალური განწესდაშვებით ტევადობებში, ქვებსა და კოლექტორებში მუშაობის ინსტრუქციის შესაბამისად. ჭაში ადამიანის ყოფნის შესახებ უნდა დაიკიდოს პლაკატები.

7. კოლექტორში ერთდროულად უნდა იმყოფებოდეს, სულ ცოტა, 2 ადამიანი. ამის გარდა, კოლექტორში ადამიანების ყოფნის მთელი დროის განმავლობაში კოლექტორის შესასვლელში ან გამოსასვლელში უნდა იყოს, სულ ცოტა 2 ადამიანი.

8. კოლექტორში მყოფებს უნდა ჰქონდეთ ფარნები და სატელეფონო კავშირი შესასვლელში ან გამოსასვლელში მყოფ ადამიანებთან.

9. წყალმიმღებ ჭაში ჩასვლა ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ ჭის ზედაპირზე იმყოფება 2 ადამიანი, რომელსაც შეუძლია დახმარების გაწევა. პირს, რომელიც ჭაში ჩადის 5 მ-ზე მეტ სიღრმეზე, უნდა ჰქონდეს ელექტროფარანი და კავშირი ზედაპირზე მყოფ ადამიანებთან.

10. ჭაში ჩასვლისას აუცილებელია დამცავი ქამრის და ხვირთქლის ბაგირის გამოყენება, რომლის ბოლო საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული ჭაში ჩასასვლელ კავთზე ან სვეტზე.

11. კოლექტორში და ჭაში ადამიანების ჩასვლის წინ ჭაში უნდა შემოწმდეს ჰაერის შედგენილობა. ჰაერში მავნე მინარევების არსებობისას კოლექტორში მუშაობა დაუშვებელია.

12. აკრძალულია წნევიან პულპასადენებზე სარემონტო სამუშაოების (შედუღება, ბურღვა და ა.შ.) ჩატარება.

13. პულპასატუმბი სადგურის სათავსში უნდა დაიკიდოს სატუმბე დანადგარის უსაფრთხო მომსახურების ინსტრუქცია, საკვალთების, ვენტილების და მილსადენების კომუნიკაციების სქემები. ჩამკეტი და მარეგულირებელი არმატურის მომსახურება არ უნდა იყოს დაკავშირებული საფრთხესთან, ხოლო არმატურა უნდა იყოს წესივრული.

14. კუდსაცავის ზედაპირული შრის ამტვერების თავიდან ასაცილებლად უნდა განხორციელდეს მისი დამაგრების ღონისძიებები.

15. კუდსაცავის ჯებირის ახლოს ასაფეთქებლი სამუშაოების ჩატარება ნებადართულია მხოლოდ გაანგარიშების შემდეგ, რომელიც ადასტურებს ჯებირის მდგრადობას.

16. ფაბრიკაზე უნდა შედგეს ავარიის ლიკვიდაციის გეგმა იმ შემთხვევისათვის, როდესაც შეიძლება მოხდეს კუდსაცავის ჯებირის წარეცხვა. ავარიის ლიკვიდაციის გეგმა გადაისინჯება ყოველწლიურად და მტკიცდება ფაბრიკის ტექნიკური ხელმძღვანელის მიე